fbpx
მოუშენ დიზაინი

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 24 August, 2021

,,ძალიან მოკლე დროში მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა ის საბაზისო ცოდნა, რომელმაც კიდევ უფრო გამიფართოვა გზა განვითარებისკენ. ამიტომ, ყველას ვისაც ეს სფერო აინტერესებს და არ იცის საიდან დაიწყოს, ამ კურსს ვურჩევდი.”

დღეს ნინო აბულაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ნინო აბულაძე, 22 წლის, მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კინო-ტელე მხატვრობაზე, თუმცა მოგვიანებით ძალიან დავინტერესდი ციფრული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებით.

მოუშენ დიზაინი

-ინტერესი მოუშენ დიზაინის მიმართ..

ზოგადად, ანიმაციები პატარაობიდან განსაკუთრებულად მიყვარს და ყოველთვის მაინტერესებდა ის ხერხები, რომელთა საშუალებითაც შემეძლო გამეცოცხლებინა და ამემოძრავებინა ჩემი იდეები.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

სანამ მოუშენ დიზაინის შესახებ მივიღებდი ინფორმაციას, მანამდე Photoshop-ში და Adobe Animate-ში ვხატავდი და ვაკეთებდი პატარ-პატარა ანიმაციებს.

მოუშენ დიზაინი

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

როგორც კი დიზაინით დავინტერესდი და მივედი იმ ეტაპზე რომ სასწავლებელი უნდა ამერჩია, მაშინვე დავიწყე სოციალურ ქსელში ძებნა. საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ვარიანტის დათვალიერების შემდეგ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიმართ ნდობა გამიჩნდა, რამაც საბოლოოდ ძალიან გაამართლა.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

ძალიან მოკლე დროში მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა ის საბაზისო ცოდნა, რომელმაც კიდევ უფრო გამიფართოვა გზა განვითარებისკენ. ამიტომ, ყველას ვისაც ეს სფერო აინტერესებს და არ იცის საიდან დაიწყოს, ამ კურსს ვურჩევდი.

მოუშენ დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

პირველ რიგში, ყველა დეტალზე უფრო დაკვირვებული გავხდი, ვგულისხმობ იმ დეტალებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, თუნდაც სიარული, სიცილი, საუბარი და კიდევ უამრავი რამ. ასევე, შევძელი ჩემი სულსწრაფობა დამეძლია და უფრო მეტი დრო დამეთმო ნებისმიერი პროექტისთვის.

მოუშენ დიზაინი

-ლექტორი…

საბა ხურციძე ალბათ ჩემი საყვარელი ლექტორებიდან ერთ-ერთია. ყველა დეტალს ნაბიჯ-ნაბიჯი, ამომწურავად და მშვიდად გიხსნის. ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით ძალიან რთულია, საბას დახმარებით მაშინვე მარტივად გასაგები გახდა.

მოუშენ დიზაინი

-ნამუშევრის კონცეფცია, სამუშაო პროცესი..

ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესი კურსის ყველაზე საინტერესო ეტაპია. ეს არის ეტაპი, როდესაც უნდა გამოცადო შენი შესაძლებლობები, რა შედეგი გამოიღეს ლექციებმა. აქედან გამომდინარე, კი მოგდის ძალიან ბევრი იდეა და ფიქრობ რომელში უფრო კარგად გამოხატავ შენს შესაძლებლობებს.

როდესაც თემა ავარჩიე, ძალიან ბევრი რამე დავათვალიერე ინსპირაციისთვის, დავიწყე ხატვა, დახატული ბევრჯერ წავშალე, ახალი რაღაცები ვცადე და მივხვდი, რომ მთლიანად ეს პროცესი ერთი დიდი ძიება და გამოცდილების მიღება იყო.

მოუშენ დიზაინი

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

ზოგადად იაპონური კულტურა და ხელოვნება ძალიან მიზიდავს, სანამ პროექტზე ბოლომდე ჩამოვყალიბდებოდი ყველა იდეა მაინც იაპონიისკენ მიდიოდა, ვფიქრობ მათი ესთეტიკა და დახვეწილობა ჯერ კიდევ ჩვენთვის უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული, საინტერესო და თვალწარმტაცია. ამიტომ, ჩემი პროექტიც ამ ყველაფრის გარშემო გავაკეთე, ვეცადე ძველი და შედარებით ახალი პერიოდი ერთად მეჩვენებინა მოკლე დროში.