fbpx

შთაბეჭდილებები მოუშენ და ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 22 March, 2022

,,მეგობრების რეკომენდაციით მოვხვდი ინდუსტრიის აკადემიაში, რაც ჩემი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.”

დღეს იანა მაჭარაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მოგესალმებით, მე ვარ იანა, პროფესიით მხატვარი. მუდმივი განვითარება ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ამიტომაც გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიის შემდეგ შემესწავლა Front End-ი. შევქმენი ჩემი პორტფოლიო და მივხვდი, რომ აკლდა Motion design-ი და Brand design-ი.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

კრეატიულ სფეროში ვარ 7 წლიდან. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ათწლიანი სწავლების დამთავრების შემდეგ კი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია დავამთავრე.  რაც მთავარია იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს და სადაც დიდ პერსპექტივას ვხედავ.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

კომპეტენტური მეგობრების რეკომენდაციით მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, რაც ჩემი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

შთაბეჭდილებები მოუშენ და ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე Motion Design-ის კურსი საბა ხურციძესთან და Brand design-ის კურსი თამარ ჭაბუკიანთან. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო პროფესიონალი მენტორების მოსმენა.

შთაბეჭდილებები მოუშენ და ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

Motion Design-ის მეშვეობით შემიძლია გავაცოცხლო ჩემი ილუსტრაციები, თამარ ჭაბუკიანის კურსმა კი მაპოვნინა ინსპირაციის წყარო და საინტერესო ინფორმაცია, რასაც აქტიურად ვიყენებ.

შთაბეჭდილებები მოუშენ და ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

 -რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

რჩევად Gaetano Pesce-ს სიტყვები: “All of us, creative people, must make the world more diverse and more humane. I’m not interested in beauty or functionality in its pure form. I endow my projects with soul, with the ability to evoke emotions. I’m more of a psychologist, not a designer.”

შთაბეჭდილებები მოუშენ და ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ჩემი შთაგონების წყარო ფრანგი ილუსტრატორი Malika Favre და Op Art-ი იყო.

შთაბეჭდილებები მოუშენ და ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

დიზაინი

დიზაინი