fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 25 January, 2022

,,ჩემი შთაბეჭდილებები კურსის შესახებ მხოლოდ დადებითია, არ წარმომედგინა თუ ინტერიერის დიზაინის სწავლას 1 თვეში შევძლებდი და თან ონლაინ ლექციებით, მაგრამ 100%-ით გაამართლა.”

დღეს ქეთა დონაძე მოგიყვებათ საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ქეთა დონაძე – 35 წლის. 2 თვის წინ აკადემიამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. წინა ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი, ახლა ვარ ბედნიერი ინტერიერის დიზაინერი.  გავდივარ სტაჟირებას Valishvili Architects – ში, ასევე მაქვს კერძო პროექტებიც.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

აკადემიაში სულ შემთხვევით მოვხვდი, მოვისმინე ერთ დღიანი ინტერიერის დიზაინის მასტერკლასი, რის შემდეგაც მივხვდი რომ უფრო ღრმად მინდოდა მესწავლა ეს სფერო, იმ დღესვე დავრეგისტრირდი კურსზე, გავიარე და ასე მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია შემთხვევითობა იყო, მაგრამ პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი.

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

რამდენიმე წლის წინ საკუთარი ბინის რემონტის შემდეგ მივხვდი რომ ეს სფერო საინტერესო იყო ჩემთვის, რემონტმა დიდი მოწონებაც დაიმსახურა რის შემდეგაც ჩემი ემოცია გამძაფრდა.

ვფიქრობ რომ ინტერიერის დიზაინი ადამიანების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. რა ჯობია ლამაზ, კომფორტულ და შენზე მორგებულ სახლში გაღვიძება და დღის ასე დაწყება? მომწონს, სხვისი ბედნიერების მოწყობა დიდი სიამოვნებაა.

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..

ჩემი შთაბეჭდილებები კურსის შესახებ მხოლოდ დადებითია, არ წარმომედგინა თუ ინტერიერის დიზაინის სწავლას 1 თვეში შევძლებდი და თან ონლაინ ლექციებით, მაგრამ 100%-ით გაამართლა.

შევისწავლე საბაზისო დონეზე პროგრამები და რა არის ინტერიერის დიზაინი, ვფიქრობ ეს საკმარისია იმისთვის რომ პრაქტიკით გააძლიერო შენი ცოდნა. ახლა უკვე ვმუშაობ ამ სფეროში და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

ინტერიერის დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსზე დარეგისტრირებისას ჩემი ტექნიკური უნარები 0 ზე იყო. არასდროს მქონია მსგავს პროგრამებთან შეხება, რომელიც გავიარე კურსის დროს. კურსზე ისინი საბაზისო დონეზე ვისწავლე, რაც საკმარისი იყო პირველი ეტაპისთვის. შემდეგ უკვე მარტივად გადაწყვეტ გაჰყვე თუ არა ამ სფეროს.

ინტერიერის დიზაინი

-ლექტორი..

ჩემი ლექტორი თათა სვანაძე იყო, ადამიანი რომელიც შეყვარებულია თავის საქმეზე, რაც ვფიქრობ რომ აძლიერებს სწავლების დონეს. მოთმინებით და სიამოვნებით, მარტივ და გასაგებ ენაზე, ძალიან სწორი თანმიმდევრობით გადმოგვცა თავისი ცოდნა და სიყვარული. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ და როგორ გასწავლის. ვფიქრობ რომ გამიმართლა თათასთან რომ მოვხვდი.

-მიეცით რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

მინდა რჩევა მივცე დამწყებ დიზაინერებს. გადმოეცით ინტერიერში თქვენი ემოციები და გრძნობები, იმუშავეთ ისე გულით თითქოს თქვენ ბინას აკეთებთ, ასეთ შემთხვევაში პროექტი ყოველთვის წარმატებული გამოდის.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონება..

როცა ფინალური ნამუშევარს ვაკეთებდი, იმდენად ახალი იყო ეს ჩემთვის რომ ვერ გავბედე კონკრეტულად ვერცერთი ინსპირაციის გამოყოფა, უბრალოდ მივყევი ემოციებს.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი