fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 12 October, 2021

,,ჩემი აზრით, აკადემია არის შესაძლებლობა გაიღრმავაო ცოდნა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და გახდე კონკურენტუნარიანი შენს სფეროში, რაც უდიდეს როლს თამაშობს დასაქმების დროს.“

დღეს სოფო მამარდაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ სოფო მამარდაშვილი, 22 წლის. ხელოვნებით და კონკრეტულად ამ სფეროთი ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ცოტახნის წინ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც ვსწავლობდი არქიტექტურის ფაკულტეტზე, მიმართულება ინტერიერის დიზაინი.

სამწუხაროდ, მსოფლიოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესებიდან გამომდინარე ჩემი სწავლის გეგმები სრულიად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა გზებით ვცდილობდი, რომ გამეღრმავებინა ცოდნა ჩემს პროფესიაში.

ინტერიერის დიზაინი

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ინტერიერის დიზაინის კურსების ძიების დროს აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელსაც ჩემი ახლობლებიც უწევდნენ რეკომენდაციას.

-შთაბეჭდილებები კურსის შესახებ..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემთვის მთავარი მიზანი და სურვილი იყო ამ სფეროში უფრო მეტი ცოდნის მიღება, აკადემიამ კი სრულიად დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები.

ის უმოკლეს დროში გაძლევს იმ ცოდნას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ინტერიერის დიზაინერისთვის. ლექციების მიმდინარეობისას ჩვენ გავდიოდით როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ დავალებებსაც. ჩვენი ლექტორის მომთხოვნი დამოკიდებულება კი მიმძაფრებდა პასუხისმგებლობის გრძნობას და მიმატებდა მოტივაციას.

ინტერიერის დიზაინი

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვაგრძელებ ცოდნის გაღრმავებას და ვაპირებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სხვა კურსი გავიარო.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში..

ჩემი აზრით, აკადემია არის შესაძლებლობა გაიღრმაო ცოდნა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და გახდე კონკურენტუნარიანი შენს სფეროში, რაც უდიდეს როლს თამაშობს დასაქმების დროს.

ინტერიერის დიზაინი

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

პირველ რიგში იმას, რომ ნებისმიერ სფეროში მიზნის მიღწევისთვის და დასაქმებისთვის საჭიროა მიზანდასახულობა, მონდომება და საკუთარი თავის ამ სფეროში დანახვა.

აუცილებელია საკუთარი გეგმების გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოდგენა და ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება, რომ სასურველი და საჭირო ცოდნა ან ინფორმაცია მიიღო. მჯერა იმის, რომ თუ ვიქნებით იმ სურვილით სავსენი, რომ რაღაცას მივაღწიოთ, ამავდროულად მუდმივად ვიშრომებთ და ვიმუშავებთ საკუთარ თავზე აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს.

 

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი