fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 7 September, 2021

,,შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია, რომ ცოტა გვიან, მაგრამ მაინც ვიპოვე ჩემი თავი კარიერული კუთხით. “

დღეს ანუკი ლომიძე მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ანუკი ლომიძე, ფინანსისტი და უკვე გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

მინდოდა ჩემთვის აქამდე უცნობი სფეროს შესწავლა და ვიპოვე შესაფერისი ადგილი.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ვიპოვე სოც. ქსელში, მომეწონა საუკეთესო, გამოცდილი ლექტორები და სტუდენტების ნამუშევრები.

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

მიყვარს ყველაფერი კრეატიული. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ საქმეში. ეს ის საქმეა, რომელიც მიყვარს ჰობივით და ვიღებ სიამოვნებას მუშაობისგან.

ინტერიერის დიზაინი

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია, რომ ცოტა გვიან, მაგრამ მაინც ვიპოვე ჩემი თავი კარიერული კუთხით. 

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსმა მომცა..

კურსის შემდეგ შემიძლია, დავინახო სილამაზე, კომფორტი და იდეალურობა იმაშიც, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.

ინტერიერის დიზაინი

-ლექტორი..

ულამაზესი და უნიჭიერესი ანკა ჩოჩია. თითქოს ,,ხეზე ცოცვაც მასწავლა’’. წინასწარ იცოდა რა შეკითხვა შეიძლებოდა გაგვჩენოდა მუშაობის პროცესში და ლექციაზევე გვიხსნიდა. ძალიან გამიადვილა მცირე დროში ზღვა მასალის სწავლა. შემაყვარა ეს საქმე, მომცა მოტივაცია და გამიჩინა მეტის სწავლის სურვილი. მოუთმენლად ველოდები 3D მაქსის კურსის დაწყებას.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

თუ ოდნავ მაინც ფიქრობთ, რომ აქ შეიძლება იყოს თქვენი ადგილი, მიუხედავად თქვენი ასაკისა, თქვენი გამოცდილებისა, თქვენი ცოდნისა, განათლებისა, მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, არის ან იქნება – სცადეთ!

ისწავლეთ, ეძებეთ, ათვალიერეთ, ათვალიერეთ და ისევ ათვალიერეთ გამოცდილი დიზაინერების ნამუშევრები. ეს გაზრდის თქვენს თვალთახედვას, თქვენს კრეატივს, თქვენს ცოდნას, გამოცდილებას, შესაძლებლობას.

ინტერიერის დიზაინი

-ფინალური ნამუშევრის შთაგონება..

ფინალურ ნამუშევარში ვეცადე შემექმნა ისეთი ვიზუალი, რომელიც მომწონს, თუმცა გამიჭირდებოდა გამერისკა ჩემთვის ასეთის გაკეთება. სწორედ ესაა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი დიდი პლუსი, შეგიძლია გარისკო, ჩაატარო ექსპერიმენტი, იყო თამამი და თან დაზღვეული შეცდომისგან. შეგეშლება? არ მოგეწონება? რა პრობლემაა, შეცვლი!

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი