fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 10 May, 2022

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ ყველა ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა, პროფესიონალების გუნდის მიერ შექმნილმა პლატფორმამ, იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი!”

დღეს ნათია ირემაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ნათია ირემაშვილი, 33 წლის. ბოლო 2 წლის განმავლობაში უდიდესი ცვლილებები შევიტანე ჩემი ცხოვრების პროფესიულ ნაწილში, 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოვიტოვე უკან და გადავწყვიტე, შემოქმედებით სფეროში მეცადა თავი. ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი (მეორედ) ამჯერად „ლანდშაფტის დიზაინის“ სპეციალობით.

ინტერიერის დიზაინი

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის ვადევნებდი თვალს ტენდენციებს და საუკეთესო ნამუშევრებს.

როცა ლანდშაფტის შესწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ ინტერიერის უფრო დეტალური და პროფესიონალური შესწავლა, ძალიან დამეხმარებოდა ექსტერიერის და ინტერიერის ერთიანი,  „მთლიანი სურათის დანახვაში“.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

სანამ ინტერიერის დიზაინის კურსს გავივლიდი, მოვიძიე უამრავი ინფორმაცია: სად შემეძლო დისტანციურად მესწავლა, მიმეღო ხარისხიანი განათლება. ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ ყველა ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა, პროფესიონალების გუნდის მიერ შექმნილმა პლატფორმამ, იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი!

კურსის შერჩევიდან – დასრულებამდე, ციფრული ინდუსტრიის აკადემია უზრუნველყოფდა სწავლის შეუფერხებლად, ძალიან კომფორტულად მიმდინარეობას.

ინტერიერის დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი. კურსის ინფორმატიულობამ, ხარისხიანობამ და მოწოდებულმა ინფორმაციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, 8 გაკვეთილში იმდენად ბევრი რამ შევისწავლე, რომ თამამად ვახერხებ პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსის მეშვეობით დავეუფლე ახალ პროგრამებს, რამაც საშუალება მომცა ყველა იდეა განმეხორციელებინა სწორად, ტექნიკურად გამართულად და პროფესიონალურად.

ინტერიერის დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

კურსმა მომცა თავდაჯერებულობა, პრაქტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დროს. აღმოვაჩინე ახალი უნარები საკუთარ თავში, რომელიც ძალიან გამოსადეგია ჩემს მომავალ პროფესიაში.

მივხვდი, რომ მეტად უნდა ვენდო საკუთარ ხედვებს. კურსის მეშვეობით შეძენილი ტექნიკური და თეორიული უნარებით, უკვე ვიცი როგორ განვახორციელო ჩემი იდეები.

-მენტორი..

თათა სვანაძე, რომელიც სრულიად შემთხვევით შევარჩიე და დავესწარი მის მასტერკლასს, აღმოჩნდა მენტორი, რომლის გადმოცემის უნარი, ხედვები და საქმისადმი დამოკიდებულება ჩემთვის იყო 100% მისაღები, მაშინვე ჩავეწერე მის კურსზე და მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ, თათას გამოცდილება, ხედვა, და უანგაროდ გაზიარება თავისი ენერგიის და ცოდნის შედეგიანი აღმოჩნდა. თათა, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, უდიდესი მოტივატორი და საოცარი პროფესიონალია.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

ვურჩევდი, რომ ენდონ თავიანთ თავს, გარისკონ და აუცილებლად ცადონ სიახლეები. ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ ლექციების პერიოდი და გულდასმით შეასრულონ ყველა ტექნიკური თუ თეორიული დავალება, რაც მათ ახალი უნარების სწრაფად ათვისებაში დაეხმარება.

ინტერიერის დიზაინი

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალურ ნამუშევარში ვეცადე გადმომეცა ჩემი ხედვები და სურვილები. მეჩვენებინა ის, რაც მე მომწონს. არ ვარ მინიმალიზმზე შეყვარებული ადამიანი, მიყვარს ფერი, ფაქტურა, მიყვარს როცა ინტერიერი არის სახასიათო, კომფორტული და მასში მცხოვრებ ადამიანზე გიამბობს.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი