fbpx
შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსდამთავრებულის ნამუშევრები

თარიღი: 26 April, 2022

,,საქმის სიყვარული წარმატების მთავარი ელემენტია.”

დღეს, ლალი კილაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ლალი კილაძე, პროფესიით დაწყებითების პედაგოგი, ასევე თვითნასწავლი მხატვარი.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერის დიზაინი, სახლშიც ხშირად ვუცვლიდი ავეჯს ადგილს, კედლებს ვაფორმებდი ნახატებით და ა.შ.
ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი განაპირობა ორი წლის წინ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა და დაბრკოლებებმა. მივხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი ნაკლებადაა გავრცელებული საქართველოში, არადა, ადამიანისთვის სახლი უნდა იყოს კომფორტის, სილამაზის და ფუნქციონალურობის შერწყმა, რაც ბედნიერს ხდის ნებისმიერს და გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზეც. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.

შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ერთი წლის წინ ჩემი შვილისგან გავიგე ამ აკადემიის შესახებ. აღმოვაჩინე პროფესიონალთა გუნდი და ნიჭიერი მენტორები, ისინი გვასწავლიდნენ იმას, რაც ძირითადი და აუცილებელია, ამავდროულად, გვიტოვებდნენ შესაძლებლობას საკუთარი ხედვა გაგვევითარებინა და პროფესიულადაც დავხვეწილიყავით.

შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი, ლექციები იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ის ორი საათიც თვალის დახამხამებაში გადიოდა. პროგრამა იმდენად მრავალფეროვანი, დახვეწილი და ამოუწურავია, რომ ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენებით ვაგრძელებდი გზას.

შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

შევიძინე მრავალფუნქციური ხედვის უნარი. კომპლექსურად მუშაობს გემოვნება, ტექნიკა, შემოქმედებითობა, ნებისყოფა და უამრავი სხვა რამ, რაც საშუალებას გვაძლევს, საბოლოო შედეგამდე კონცენტრირებულად მივიდეთ, სხვა შემთხვევაში, რენდერი არ გამოვა. მასაც ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშს, სჭირდება „სულის ჩადგმა”.

შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-მენტორი..

დაჩი ხაზალია. მისი ნამუშევრები ინსპირაციას და სტიმულს აძლევს ადამიანს. პირველ რიგში, საუკეთესო ადამიანია და მუდამ მზადაა დასახმარებლად, მისგან წამოსული კეთილგანწყობა სტიმულია მსმენელისათვის.

შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

აუცილებლად უნდა გიყვარდეთ და გაინტერესებდეთ ის სფერო, სადაც გადაწყვეტთ დამკვიდრებას. ინტერესი განაპირობებს მონდომებას და საყვარელი საქმის კეთებით მიღწეული შედეგი დიდ სტიმულს მოგცემთ. ასევე, მუდმივად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და შემოქმედებით ზრდაზე. საქმის სიყვარული წარმატების მთავარი ელემენტია.

შთაბეჭდილებები ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

წარმოვიდგინე ჩემი ვიზუალური გემოვნების შესაბამისი სივრცე, სადაც სიამოვნებით გავატარებდი დიდ დროს. მუშაობის პროცესი კი საოცრად საინტერესოა – თითქოს ქმნი ნახატს, რომელიც შეგიძლია რეალობად აქციო და შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადო – დაინახო, შეეხო, იგრძნო..