fbpx
3D Max დიზაინი

შთაბეჭდილებების ინტერიერის 3D Max დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 3 August, 2021

,,ინტერიერის მოდელირების/ვიზუალიზაციის მასტერკლასზე დასწრების შემდეგ კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში უნდა მიმეღო ის ცოდნა, რაც მიზნად დავისახე, ასევე აკადემიას რეკომენდაცია გაუწიეს ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა.”

დღეს მარიამ მაკარაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ მარიამ მაკარაძე, პროფესიით არქიტექტორი. გასულ წელს დავასრულე სამაგისტრო პროგრამა არქიტექტურასა და ურბანიზმში, რის შემდეგაც, პანდემიით გამოწვეული გლობალური ვითარების გამო, მომიხდა საქართველოში დაბრუნება.

ამჟამად ვარ, ფრილანსერ არქიტექტორი, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ჩემთვის პრიორიტეტულია დამოუკიდებლად და დისტანციურად აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს.

3D Max დიზაინი

-ინტერესი 3D Max დიზაინისადმი..

პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის მქონდა შეხება და ინტერესი დიზაინისადმი. არქიტექტურასთან ერთად ძირითად დროს ვუთმობდი კოლაჟურ ინტერიერის დიზაინს, თუმცა მსურდა მაქსიმუმი მიმეღო საკუთარი თავისგან და პროფესიონალურ დონეზე დავუფლებოდი ამ კონკრეტულ სფეროს.

ვიზუალიზაცია და ესთეტიურობა მნიშვნელოვანი ნაწილია დიზაინში, ვფიქრობ ამ ყველაფრის მისაღწევად ავირჩიე საუკეთესო პროგრამა უსაზღვრო შესაძლებლობებით.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ყოველთვის ვინტერესდები ონლაინ კურსებით და მასტერკლასებით. ინტერიერის მოდელირების/ვიზუალიზაციის მასტერკლასზე დასწრების შემდეგ კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში უნდა მიმეღო ის ცოდნა, რაც მიზნად დავისახე, ასევე აკადემიას რეკომენდაცია გაუწიეს ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა.

-შთაბეჭდილებები 3D Max დიზაინის კურსის შესახებ…

აკადემიაში ავიღე 8 ლექცია, რადგან ჩემთვის სასურველია მივიღო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი უმოკლეს ვადაში, ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა და პროდუქტიულობა, რისი მაგალითიც არის ეს კურსი.

3D Max დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

დროის მენეჯმენტი და თავდაჯერებულობა. კურსის მეშვეობით უფრო მეტად ვიგრძენი ამ უნარების განმტკიცება, ამასთანავე ბევრად მარტივი გზით შემიძლია სასურველი შედეგის მიღება.

-ლექტორი..

გიორგი გონდაური – საუკეთესო ლექტორი და მოტივატორია. მასტერკლასის შემდეგ დაუფიქრებლად გადავწყვიტე, რომ მსურდა სწორედ მას გაეზიარებინა წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.

გიორგი არის საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალიზმით სავსე და ძლიერი ლექტორი, ვაფასებ მის დაუღალავ შრომას და ყურადღებას, ეს რა თქმა უნდა, აისახება სტუდენტის საბოლოო შედეგზე.

3D Max დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დაისახეთ მიზანი და არ გაჩერდეთ ცხოვრების არცერთ ეტაპზე, მუდამ იშრომეთ და იბრძოლეთ თვითგანვითარებისთვის. არ შეუშინდეთ სირთულეებს, იფიქრეთ მათი გადალახვის ალტერნატიულ გზებზე, დააკვირდით დეტალებს, შეიყვარეთ ისინი და სიტყვა „ვერ“ არ იარსებებს, მიიღეთ სიამოვნება პროცესისგან და არა მხოლოდ შედეგისგან როგორც დიზაინში, ასევე ცხოვრებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ნამუშევრების შთაგონების წყარო ვფიქრობ, ინტერიერის იმ კონკრეტული სტილებიდან მოდის, რომელიც გვიტაცებს და მუდმივად ვკითხულობთ მათი განვითარების შესახებ.

ჩემი ნამუშევრები ძირითადად სამი სტილის შერწყმით შემოიფარგლება, თუმცა სტუდენტური ეს ნამუშევრები უფრო ზოგადი და ნაკლებად დეტალურია. ძირითადად გავითვალისწინე: სიმარტივე, ბალანსი, ჰარმონია და თანამედროვე მასალები.