fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ – ეთო ბიჭიკაშვილი

თარიღი: 27 October, 2020

-მე ვარ…

მე ვარ ეთო ბიჭიკაშვილი, 22 წლის. ილიაუნის ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებული მენეჯმენტის განხრით.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, თუმცა პარალელურად ხელოვნება ყოველთვის მიტაცებდა. განსაკუთრებით ხატვა წარმოადგენდა ჩემი ყოველდღიურობის ერთგვარ რიტუალს. მეცადინეობის, დასვენების პერიოდში, უნივერსიტეტში ლექციაზე ყოფნის დროსაც კი ყოველთვის ვხატავდი, რაც პირადად მე კონცენტრირებაში მიწყობდა ხელს.

მას შემდეგ რაც გავიგე, თუ რა იდეების განხორციელება შეიძლება გრაფიკული დიზაინის შესწავლის შემთხვევაში, მივხვდი, რომ ასე იმაზე მეტის შექმნას შევძლებდი, ვიდრე მხოლოდ ფურცლითა და ფანქრით გადმოვცემდი. ამიტომ გადავწყვიტე შემესწავლა გრაფიკული დიზაინი.

გრაფიკული დიზაინი

-ინტერესი ამ სფეროსადმი?

ყველაზე „გიჟური“ და ერთი შეხედვით ჩემთვის შეუძლებელი ნამუშევრების შექმნის შესაძლებლობამ მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება. გარდა ამისა, მოდით ვაღიაროთ, დღეს გრაფიკული დიზაინი სჭირდებათ ყველგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი პროფესია, რაც მისი შესწავლის მოტივაციას მიზრდიდა.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით?

ძალიან კმაყოფილი ვარ. პრაქტიკული ნაწილის გარდა, ძალიან საინტერესო თეორიული ცოდნა მივიღე გრაფიკული დიზაინის განვითარებისა და მსოფლიოს წამყვანი გრაფიკული დიზაინერების სტილის შესახებ.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…

ვცდილობ ნასწავლიდან გამომდინარე გავიაზრო ვიზუალური მასალა. ვხვდები თუ რატომ შეიქმნა ესა თუ ის პოსტერი ისე, როგორც არის. რატომ შეარჩია გრაფიკულმა დიზაინერმა კონკრეტული ფერები, შრიფტი, კომპოზიციურად რატომ განალაგა ასე და ა.შ

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მეგობრებისგან მსმენია მის შესახებ, Facebook გვერდიც გამოწერილი მქონდა და სიახლეებს თვალს ვადევნებდი, ამიტომ, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება მეც მესწავლა გრაფიკული დიზაინი, ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რითაც კმაყოფილი ვარ. ძალიან სანდო და ხარისხიანი საშუალებაა მათთვის, ვისაც მართლა სურს სწავლა.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი…

მიაკო ნადირაძე, ძალიან მომეწონა მისი მიდგომა თითოეული ჩვენგანის მიმართ, თუ საჭირო გახდებოდა ასჯერ ახსნიდა ერთსა და იმავეს თითოეულისთვის. ძალიან გასაგებად ხსნიდა და მომწონდა ის თეორიული მასალა, რასაც ლექციის დასაწყისში პრეზენტაციის სახით გვაწვდიდა. გარდა ამისა, დავალებების შემოწმებისას ყოველთვის ობიექტური და ძალიან სასარგებლო შენიშვნები ჰქონდა.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

მუდმივად იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და არ დაითრგუნოთ თავები იმით, რომ ვინმეს უკეთესი ნამუშევრები აქვს. საკუთარ სტილს ათასი სხვა დიზაინერის ნამუშევრისა და სტილის შესწავლის შემდეგ დახვეწავთ. რაც მთავარია, მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას.

გრაფიკული დიზაინი

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო..

თემა იყო ადამიანური ემოციები, შინაგანი სამყარო, შესაბამისად ავირჩიე კონკრეტული სულიერი მდგომარეობები და შევქმენი პერსონაჟები. დიზაინის ინსპირაცია იყო იაპონური კულტურა, სამურაის ნიღბები, საბრძოლო ხელოვნება, კომიქსები.

გრაფიკული დიზაინი