fbpx
შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 12 July, 2022

,,კურსმა გრაფიკულ დიზაინში ჩემი უნარები გააუმჯობესა, რაც დამეხმარა, რომ უფრო თამამად, შიშის გარეშე წარვადგინო ჩემი ნამუშევრები.”

დღეს, გიორგი კუსიანი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

პროფესიით ვიდეო მემონტაჟე ვარ და უკვე ოთხი წელია, „საქართველოს პირველ არხში“ ვმუშაობ. ასევე, დაინტერესებული ვარ გრაფიკული დიზაინით და უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებითაც ვცდილობ განვვითარდე, რის საშუალებასაც, ერთი მხრივ, ჩემი სამსახური მაძლევს, მეორე მხრივ, ის კურსები, რომლებსაც ონლაინ გავდივარ ხოლმე, სწორედ ერთ-ერთი ასეთი კურსი გავიარე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

გრაფიკული დიზაინი და ვიდეომონტაჟი ბავშვობიდან მაინტერესებდა. მახსოვს, როდესაც დედამ პირველი ლეპტოპი მაჩუქა, ვიდეო და ფოტო სამონტაჟო პროგრამები დავაყენე და პირველი ნაბიჯებიც მაშინ გადავდგი. ნათესავმა ფოტოშოპში მარტივი მანიპულაციები მასწავლა და მეც ენერგიას არ ვიშურებდი სხვადასხვა ვიზუალის ასაწყობად.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებს თვალს ყოველთვის ვადევნებდი. ერთ დღეს, გრაფიკული დიზაინის უფასო მასტერკლასს დავესწარი და მაშინ მივხვდი, რომ ეს კურსი დამეხმარებოდა ჩემი უნარების გაუმჯობესებაში.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

როგორც ვახსენე, გავიარე გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსი და ეს ნამდვილად ის იყო, რაც მჭირდებოდა. კურსზე ძალიან კარგი სტუდენტები შევიკრიბეთ. ყველანი მონდომებულები ვიყავით.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსმა გრაფიკულ დიზაინში ჩემი უნარები გააუმჯობესა, რაც დამეხმარა, რომ უფრო თამამად, შიშის გარეშე წარვადგინო ჩემი ნამუშევრები.

-მენტორი..

არაჩვეულებრივი! ნინი მუშკუდიანი იყო ჩვენი მენტორი, რომელმაც ნამდვილად არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ თავისი ცოდნა გადმოეცა. მენტორმაც და სტუდენტებმა საერთო ენა გამოვნახეთ და კურსი იდეალურად მიმდინარეობდა.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

არ შეეშინდეთ თავიანთი იდეების და შექმნან ბევრი ნამუშევარი, ასე გაიზრდებიან, დაიხვეწებიან და თავიანთ სათქმელს იტყვიან.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

შთაგონების წყარო გრძნობები, ემოციები იყო. თითქოს ყველაფერი ხელოვნური გახდა და ადამიანები მათ აღარ გამოხატავენ. მინდა, ამ ნამუშევრების ნახვისას დაფიქრდნენ და გაიაზრონ, თუ რას გრძნობენ ისინი რეალურად ამ მომენტში.