fbpx
შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 3 May, 2022

,,ინსპირაციას ყოველთვის იმ გარემოს დეტალებიდან ვიღებ, სადაც იმ მომენტში ვარ, ეს ჩემს საფინალო პროექტშიც ჩანს.”

დღეს, ანჩო გოზალიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ანჩო გოზალიშვილი, ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე, გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ახალა გავდივარ UI/UX დიზაინის კურსს. ბავშვობიდან ვხატავდი და ვაპირებდი ამ სფეროს გავყოლოდი, თუმცა პროფესიის არჩევის დროს იურიდიულმა სფერომ მიიქცია ჩემი დიდი ყურადღება და ინტერესიც ამ სფეროს მიმართ გამიჩნდა.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი ?

ბავშვობის საოცნებო პროფესია იყო დიზაინერობა, მაგრამ არ ვიცოდი, რისი დიზაინის შექმნა მაინტერესებდა ყველაზე მეტად. ჩემი ოჯახი იყო ჩემი მამოტივირებელი, თითქოს სულ მახსენებდა, რომ ამ სფეროში განსაკუთრებული შესაძლებლობები შეიძლება აღმომეჩინა. ერთ-ერთი ლაპარაკის დროს ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე მომეძებნა, თუ სად შეიძლებოდა მესწავლა ეს მიმართულება.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კურსი შემხვდა, სადაც შეიძლებოდა მესწავლა და განვითარებულიყავი ამ სფეროში, ყველაზე გამორჩეული იყო ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელმაც პირველ რიგში ჩემი ნდობა მოიპოვა. ვიფიქრე, რომ აქ შემეძლო მიმეღო სრულყოფილი განათლება. ასევე, სილაბუსის გაცნობისასაც დავრწმუნდი, თუ რამდენად დეტალურად გავივლიდით ყველაფერს.

,,ინსპირაციას ყოველთვის იმ გარემოს დეტალებიდან ვიღებ, სადაც იმ მომენტში ვარ, ეს ჩემს საფინალო პროექტშიც ჩანს." დღეს, ანჩო გოზალიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ახლა გავდივარ UI/UX კურსს. ორივე კურსის შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ვარ. არ არის მოსაწყენი ლექციები, რომლის დროსაც საათს უყურებ და წუთებს ითვლი დამთავრებამდე, ყველა ლექცია ერთმანეთზე საინტერესოა, ასევე ყოველი ლექციის შემდეგ ახალი ემოციებით და გამოცდილებით დატვირთული ვარ.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსის გავლამდე არ ვაქცევდი ყურადღებას, თუ რა დოზით არის ჩვენს გარშემო გრაფიკული დიზაინერების მიერ შექმნილი პოსტერები, რეკლამები და უამრავი რამ. ასევე ძალიან ბევრი რამის მიმართ სხვანაირი აღქმა გამიჩნდა, რასაც ადრე საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა, შემიძლია დეტალებში ჩავიდე, დავაკვირდე და ნამუშევრის შექმნის პროცესი წარმოვიდგინო.

-მენტორი..

ჩემი ლექტორი იყო მარიამ ნადირაძე. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მის მიმართ მადლიერება, რომ ყოველთვის საინტერესო ვორქშოპს გვთავაზობდა.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

დამწყებ დიზაინერებს, ვინც ინსპირაციას ეძებს ან რაიმეს დაწყება სურს, მაგრამ იდეებს ვერ უყრის თავს ვურჩევდი, რომ უბრალოდ გარშემო მიმოიხედონ და დააკვირდნენ დეტალებს, რადგან მე ინსპირაციას ყოველთვის იმ გარემოს დეტალებიდან ვიღებ, სადაც იმ მომენტში ვარ, ეს ჩემს საფინალო პროექტშიც ჩანს.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალურ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე უამრავი იდეა მქონდა. საბოლოოდ, გადავწყვიტე თხილამურებით სრიალზე ყოფილიყო საფინალო ნაშრომი. თხილამურებზე სრიალი ჩემთვის განსაკუთრებულ ადამიანებთან და ემოციებთანაა დაკავშირებული, ასევე განსაკუთრებული სიმპათიით ვარ განწყობილი პორშეს ავტომობილების  მიმართ და მუდმივად ვცდილობ თვალი ვადევნო ახალ მოდელებს, მათ პროექტებს და ა.შ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი ერთ-ერთი პროექტი „Porsche Ice Experience” სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი საფინალო პროექტის იდეა და სახელი – Ice Experience.