შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 12 April, 2022
,,დამწყებ დიზაინერებს მინდა ვუთხრა, რომ იყვნენ ინდივიდუალურები, რათა საკუთარი თავის დამკვიდრება შეძლონ.”
დღეს, ზუკა ბებია მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-ჩემ შესახებ..
მე მქვია ზუკი და ვცხოვრობ ფოთში. დავდივარ სკოლაში.
-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?
დაახლოებით ერთი წელია, რაც დავინტერესდი “Digital Art”-ით, ეს ინტერესი თანდათან გრაფიკულ დიზაინშიც გადაიზარდა.
-საიდან მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე.
-კურსი, რომელიც გავიარე
აქ არსებული უამრავი საინტერესო კურსის მიუხედავად, გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის კურსი გამევლო. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. კურსი იყო შემეცნებითი და რაც მთავარია პროდუქტიული.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
პირველ რიგში, გავეცანი გრაფიკული დიზაინის დაწყებით საფეხურებს. ასევე, განვავითარე ადამიანების აზრების მოსმენისა და შეცნობის უნარი.
-მენტორი..
საინტერესო კურსთან ერთად, ვგრძნობდი მეგობრულ დამოკიდებულებას ლექტორისგან, თიკო თაბუაშვილისგან. თიკო ხელს გვიწყობდა, რომ მაქსიმალურად გახსნილები ვყოფილიყავით, რათა საკუთარი აზრები და შეხედულებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
როგორც თავად დამწყები დიზაინერი, სხვა დამწყებ დიზაინერებს მინდა ვუთხრა, რომ შეძლებისდაგვარად, ყოველდღე გარკვეული დრო დაუთმონ საკუთარი თავის განვითარებას ამ სფეროში, გამოცადონ სხვადასხვა სამუშაო “tool”-ი, იმუშაონ ფერთა კომბინაციებზე, რაც მთავარია იყვნენ ინდივიდუალურები, რათა საკუთარი თავის დამკვიდრება შეძლონ.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
სიმართლე გითხრათ, ინსპირაცია ჩემი ფინალური პროექტისთვის არსაიდან მიმიღია, მხოლოდ საკუთარი ჩანახატების საფუძველზე ავაწყვე კომპოზიცია.