fbpx
შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 22 February, 2022

,,დამწყებ დიზაინერებს ვეტყვი, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ უკვე გადადგმული აქვთ, რადგან უმაგრესი პროფესია აქვთ არჩეული.”

დღეს, ზალინა დვალი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ ზალინა დვალი, პროფესიით ფარმაცევტი. 2021 წლამდე ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ეთმობოდა ჩემს ორ უმშვენიერეს შვილს. წელს კი გადავწყვიტე რაიმე სიახლე შემომეტანა ცხოვრებაში და არჩევანი შევაჩერე გრაფიკული დიზაინის კურსზე.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი ის, რაც ხელოვნებასთან არის კავშირში. 12 წლის ასაკში ვამზადებდი ხელნაკეთ საიუველირო ნაწარმს და ორ მაღაზიასთან ვთანამშრომლობდი (მშობლების დახმარებით). 16 წლის ასაკში დავიწყე ხატვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხელოვნების მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას, თუმცა აბიტურიენტობის დროს რადიკალურად შემეცვალა აზრი.

შარშან, როდესაც ვარჩევდი ახალ პროფესიას, ზუსტად ვიცოდი რომ აუცილებლად იქნებოდა ხელოვნებასთან კავშირში. გარკვეული დროის ფიქრისა და ინფორმაციის მოძიების შემდეგ, გადავწყვიტე რომ გრაფიკული დიზაინი იყო ზუსტად ის, რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებდა.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდი ახალი პროფესიის არჩევაზე, დავიწყე ონლაინ კურსების ძებნა. სხვადასხვა კურსების დათვალიერების შემდეგ, Facebook გვერდზე ვნახე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ონლაინ მასტერკლასი, გრაფიკული დიზაინის შესახებ. როდესაც ონლაინ მასტერკლასს დავესწარი მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. ასევე მეგობარმა მირჩია, ციფრული ინდუსტრიის აკადემია ამერჩია, ჩემი წარმატებისკენ მიმავალი გზის პირველ საფეხურად.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-კურსი, რომელიც გავიარე..

გრაფიკული დიზაინის კურსმა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა და მოხარული ვარ, რომ არჩევანი სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი უნარი შევიძინე, რომელსაც როგორც ამ კონკრეტულ პროფესიაში, ასევე ყოველდღიურობაშიც გამოვიყენებ, თუმცა გამოვყოფდი დეტალების მიმართ ორიენტირებულობის უნარს. კურსის გავლის შემდეგ ვაკვირდები ისეთ დეტალებს, რომლებიც მანამდე შეიძლება უმნიშვნელოდ ჩამეთვალა.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-მენტორი..

უდიდესი მნიშვნელობა აქვს მენტორის დამოკიდებულებას კურსის მიმართ, მისი გადმოცემის უნარს, პროცესში ჩართულობას. ჩემი მენტორი ნინი მუშკუდიანი იყო, ყველა ამ უნარით დაჯილდოებული ადამიანი. უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი ძალისხმევის, რომელიც ჩადო ამ კურსის წარმართვაში, გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი უნარების შეძენისთვის.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ვფიქრობ, რომ მე თვითონაც დამწყები დიზაინერი ვარ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და ბევრი რჩევა მისაღები. ჩემზე უფრო დამწყებ ან ჩემნაირ დამწყებ დიზაინერებს კი ვეტყვი, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ უკვე გადადგმული აქვთ, რადგან უმაგრესი პროფესია აქვთ არჩეული. აუცილებლად იშრომონ ბევრი, ისწავლონ, არ შეეშინდეთ დაშვებული შეცდომების და ბოლოს აუცილებლად მიაღწევენ სასურველ მიზანს.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი ნამუშევარი ყოფილიყო ჩემთვის ნაცნობ თემაზე. ამიტომ, ვიფიქრე მემუშავა skin care-ის კომპანიის ბრენდინგზე. კომპანიის სახელის მოფიქრება ადვილი იყო, გამოვიყენე ჩემი შვილის სახელი და “Cosmetics”. მინდოდა რამე უცხო, მოკლე, catchy და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ასე შეიქმნა MARIACOS.