fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 11 January, 2022

,,კურსი პრაქტიკული სამუშაოს გარდა მოიცავდა საინტერესო თეორიულ ნაწილს, ხელოვნების ნიმუშების, ფერების მნიშვნელობის და კიდევ ბევრი საჭირო ინფორმაციის შესახებ. ეს სასიამოვნო პროცესების ერთობლიობაა, რომელიც გიღვივებს ინტერესს გაიგო მეტი ამ სფეროს შესახებ, იპოვო და გადმოსცე შენი თავი შენთვის მოსახერხებელ ფორმატში.”

დღეს ნათია ქართლელიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ნათია ქართლელიშვილი (ბაცაცო). პროფესიით ეკონომისტი, ასევე მუსიკოსი. ვუკრავ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მიყვარს ხელოვნების თითქმის ყველა დარგი. ქარგვა, კერვა, ხატვა და ყველაფერი ის, რაც შემოქმედებითობასთან არის კავშირში.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

გრაფიკული დიზაინი. ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად ხელოვნებაა. გაძლევს საკუთარი სურვილების, იდეის და ხედვის სრულფასოვნად გადმოცემის საშუალებას, რაც ალბათ დამეთანხმებით, ყველა ხელოვანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ორშაბათი

-რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ სფეროსადმი?

დღესდღეობით ციფრული პროფესიები ძალიან აქტუალური და თვალშისაცემია. უნდა მივყვეთ დროს, სიახლეებს, ახალ გამოწვევებს. შევიძინოთ ყველა ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც სამომავლოდ გვჭირდება ზრდა-განვითარებისათვის.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

კურსი პრაქტიკული სამუშაოს გარდა მოიცავდა საინტერესო თეორიულ ნაწილს, ხელოვნების ნიმუშების, ფერების მნიშვნელობის და კიდევ ბევრი საჭირო ინფორმაციის შესახებ. ეს სასიამოვნო პროცესების ერთობლიობაა, რომელიც გიღვივებს ინტერესს გაიგო მეტი ამ სფეროს შესახებ, იპოვო და გადმოსცე შენი თავი შენთვის მოსახერხებელ ფორმატში.

სამშაბათი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

ამ კურსმა შემძინა, როგორც კონკრეტულ დეტალებზე ორიენტირების უნარი, რომელიც საერთო სურათის შემადგენელი ნაწილია, ასევე მომცა მიღებული შედეგის სწორად აღქმის და ანალიზის საშუალება.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ დიზაინერი მეგობრების მეშვეობით გავიგე. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ძველი ნამუშევრებით დაინტერესდა, მითხრა რომ მისი აზრით საჭირო ხედვა და უნარები გამაჩნია ამ პროფესიის ასათვისებლად, რამაც გაზარდა ჩემი ინტერესი გრაფიკული დიზაინის მიმართ და მომცა მოტივაცია ახალ პროფესიას შევჭიდებოდი. სწორედ ასე მოვხვდი თქვენთან. შედეგმა კი მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

ოთხშაბათი

-მენტორი…

მენტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველგან, ასევე ამ პროფესიაშიც. ნინი მუშკუდიანი, ის არის არაჩვეულებრივი პიროვნული და პროფესიული უნარებით დაჯილდოვებული გოგო. სათქმელს სრული სიზუსტით და მარტივად გაწვდის, გაძლევს საჭირო რჩევებს, გიზიარებს საკუთარ ხედვას და გეხმარება შენი აღმოაჩინო. ინდივიდუალურად მუშაობს სტუდენტებთან და მოტივირებულია თითოეული მათგანის პროფესიულ ზრდაზე, რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მას.

-მიმდინარე პროექტი..

ამჟამად ვმუშაობ ნაქარგების სერიაზე, რომელსაც ვამზადებ გამოფენისთვის. თემა ეხება ქალთა როლის ასიმილაციას დღევანდელ საზოგადოებაში.

ხუთშაბათი

-მიეცით რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ სტუდენტებს ვურჩევ, ენდონ და დაეყრდნონ მენტორის გამოცდილებას, მითითებებს და რჩევებს. მნიშვნელოვანია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მასალა. პროცესი ითხოვს დაკვირვების უნარს. ვურჩევდი შეძლებისდაგვარად მეტი რეფერენსი და გამოცდილი დიზაინერების ნამუშევრები ნახონ. თვალიერების პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია ახალი იდეის დაბადებისთვის. ასევე დასვან, რაც შეიძლება მეტი კითხვა, რაზეც აუცილებლად მიიღებენ ამომწურავ პასუხს.

-თქვენი ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე მომიწია ბარების და კლუბების სისტემაში მუშაობა, სადაც არა ერთ განსხვავებულ ადამიანს შევხვდი, მათი ვიზუალი გადმოსცემდა მათი ცხოვრების სტილს, ხასიათს, ცხოვრებისეულ ხედვას და მოთხოვნილებებს. გადავწყვიტე ილუსტრაციის ფორმით შემექმნა მსგავსი პერსონაჟები და შემეკრა სერია. ნამუშევრები მეტწილად ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა საერთო ბმა მაინც აქვს ამ ადამიანებთან.

პარასკევი

შაბათი

კვირა