fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 4 January, 2022

,,კურსის განმავლობაში ჩემი ინტერესი ხატვისა და დიზაინის მიმართ გამიღვივდა და კვლავ მომეცა მოტივაცია ახალი ნამუშევრები შევქმნა, საკუთარი უნარები განვავითარო და კიდევ ბევრი რამ ვისწავლო.”

დღეს თამარ უბირია მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ…

მე ვარ თამარი, 25 წლის. გატაცებული ვარ ხელოვნებით, დიზაინით, ასევე ანიმეებით, კომპიუტერული თამაშებით და ა.შ.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოვიცვალე რამდენიმე სამსახური, მაგრამ ყველა მათგანი ჩემთვის აღმოჩნდა მოსაწყენი და ერთფეროვანი, აღარ მინდოდა ასეთ სფეროში მუშაობა. ამიტომ, გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა და არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე გავაკეთე.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

როდესაც სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე ახალი პროფესიის დაუფლება, დავიწყე ვაკანსიების დათვალიერება. ყველა მათგანი ჩემთვის ისეთივე მოსაწყენი და რუტინული ჩანდა, როგორც ჩემი ძველი სამუშაო სფერო. ოფისში ყოფნა და ერთი და იმავე საქმის გაკეთება ყოველდღე არ შეეფერება ჩემს ბუნებას.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან დავინტერესდი ციფრული პროფესიებით და ფრილანსერობით. სხვადასხვა კურსების დათვალიერების შემდეგ Facebook გვერდზე რეკლამის სახით ვნახე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ონლაინ მასტერკლასი გრაფიკული დიზაინის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ მასტერკლასზე დასწრების შემდეგ მივიღე.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

ონლაინ მასტერკლასის დასწრების შემდეგ უკვე მქონდა გარკვეული მოლოდინები გრაფიკული დიზაინის შესახებ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მოლოდინები გამართლდა. კურსის დამთავრების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროფესია იმაზე ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსის განმავლობაში ჩემი ინტერესი ხატვისა და დიზაინის მიმართ, რომელიც წლებია დავიწყებული მქონდა, გამიღვივდა და კვლავ მომეცა მოტივაცია ახალი ნამუშევრები შევქმნა, საკუთარი უნარები განვავითარო და კიდევ ბევრი რამ ვისწავლო.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ბევრი ონლაინ კურსი დავათვალიერე Facebook-ზე და სხვადასხვა საიტებზე. თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსი აღმოჩნდა, ხოლო როდესაც ონლაინ მასტერკლასს დავესწარი, საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მივიღე.

-მენტორი..

ნებისმიერი რამის სწავლისას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტორს. სკოლის და უნივერსიტეტის პერიოდში იყო ისეთი საგნები რომლებიც შემძულდა მასწავლებლის/ლექტორის გამო.

როდესაც პირველ ლექციას ველოდებოდი ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი როგორი ლექტორი მეყოლებოდა. მინდა ვთქვა, რომ მიაკო ნადირაძე არის არა მარტო ძალიან კარგი ლექტორი, არამედ ძალიან ყურადღებიანი, გამგები და მეგობრული ადამიანი.

მიაკომ არა მარტო თეორიული და პრაქტიკული ნაწილი გვასწავლა, არამედ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარა, რაც მას არ ევალებოდა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მიაკოს ლექციებისთვის და სასიამოვნოდ გატარებული დროისთვის.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

მეც დამწყები დიზაინერი ვარ, მაგრამ ერთ რჩევას რასაც ყველას მივცემდი არის, რომ მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე. იყონ ორიენტირებულები თვითგანვითარებაზე, არსებული უნარების გაუმჯობესებაზე და ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენაზე.

-ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ჩემი ნამუშევრების ინსპირაციის წყარო იყო კიბერპანკი, იაპონური კულტურა, ანიმეები, ფილმები, სერიალები და ა.შ.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი