fbpx
შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 14 December, 2021

,,კურსმა, პირველ რიგში, გამიღვივა ინტერესი დიზაინის თეორიული ცოდნის მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული ნაწილი.”

დღეს ნინო ავქაფაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ნინო, 25 წლის, სულით ჰუმანიტარი. ძალიან მაინტერესებს სფერო, რომელშიც ახლა ვმუშაობ – დაცული ტერიტორიების სააგენტოში, სოციალური მედიის მიმართულებით.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

რთული კითხვაა, მეც არ ვიცი რეალურად რატომ. ეს კითხვა ვინმეს რომ 2-3 წლის წინ დაესვა, მაშინ, როცა თითქმის არაფერი ვიცოდი გრაფიკული დიზაინის შესახებ და უბრალოდ მინდოდა მესწავლა და მეკეთებინა, ძალიან ბუნდოვანი პასუხი მექნებოდა. თუმცა ამ სფეროსთან მიახლოების შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მიზიდავს, დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და ახლაც მინდა, რამე შემოქმედებითის კეთება ჩემი რუტინის ნაწილი იყოს.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსზე?

კურსის გავლის მიზანი ჩემთვის თავიდანვე იყო გრაფიკული დიზაინის იმ მხარეების სწავლა და დახვეწა რაც არ ვიცოდი, ან ჩემი სისუსტე იყო. ვფიქრობ, რომ კურსმა  ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა მომცა და ეს პირველ რიგში ლექტორის დამსახურებაა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსმა, პირველ რიგში, გამიღვივა ინტერესი დიზაინის თეორიული ცოდნის მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული ნაწილი, მასწავლა გრაფიკული დიზაინის ნამუშევრებზე დაკვირვებას და ანალიზი.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

სტუდენტისთვის კურსის შერჩევისას, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მისი მიზნების განსაზღვრა, რისი მიღწევა სურს კურსის ბოლოს. ამის განსაზღვრაში გეხმარება ამა თუ იმ აკადემიის შეფასებები და რივიუები, მათი სტუდენტების ნამუშევრები, ასევე ლექტორებისა და სილაბუსის შესახებ ინფორმაცია. ამ მხრივ, დაემთხვა ჩემი მიზნები და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიმართ მოლოდინები.

-ლექტორი..

ლექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დაწყებული „სუფთა“ და ზუსტი კომუნიკაციით, დამთავრებული მიმართულების მიცემით. დიზაინის სწავლის პროცესს ისედაც ახლავს ერთგვარი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია დაკვირვების და ანალიზის მცდელობით. უნდა აკონტროლო, რომ ეს დაძაბულობა არ გაგექცეს და გაგეფანტოს. ამ დროს ძალიან გეხმარება ლექტორის კომუნიკაციის უნარი და სწორი ანალიზი.

კურსი თიკო თაბუაშვილთან გავიარე და მეორე ლექციაზევე ძალიან აშკარა იყო ეს ყველაფერი. გარდა ამისა, თიკო დიდ ძალისხმევას დებდა პროცესში, ინდივიდუალურად მუშაობდა სტუდენტებთან და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სტუდენტის მხრიდან წამოსული ინტერესი დაეკმაყოფილებინა შესაბამისი მასალების მიწოდებით.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

რაც შეიძლება მეტი რეფერენსი და სხვა დიზაინერის ნამუშევარი ნახონ, დეტალებს დააკვირდნენ, ლექტორთან დასვან რაც შეიძლება ბევრი კითხვა და ნანახი ნამუშევრები მუდმივად გააანალიზონ პრინციპით „რა? როგორ? და რისთვის“

-რა იყო თქვენი  ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?

რამე კონკრეტულზე მითითება მიჭირს, ეს ალბათ უფრო ბევრი თვალიერების და ამის შედეგად დალექილი ინფორმაციის, პლუს, ფანტაზიის შედეგია, რომელსაც მერე ავტომატურად დაემატა ნამუშევრის იდეა, ვგულისხმობ ამ წიგნებს თავიანთი იდეური და სიმბოლური დატვირთვით.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ