fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 23 November, 2021

,,კურსმა ჩემი მოლოდინები იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე ველოდი და პროფესიაც იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.“

დღეს სალომე სირაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე სალომე ვარ, 23 წლის. პროფესიით, ქართული ენის ფილოლოგი ამასთან, სხვადასხვა პროფესიითა და მიმართულებით დაინტერესებული ადამიანი.

ამჟამად დასაქმებული ვარ კომპანია “მეიჯერელში” და ვმუშაობ აუთსორს კომპანიებთან.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

როგორც აღვნიშნე ყოველთვის დაინტერესებული ვარ სხვადასხვა პროფესიით თუ მიმართულებით და ვცდილობ, რომ ჩემი ინტერესი ცოდნით შევავსო. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ციფრულმა პროფესიებმა დამაინტერესა და გრაფიკული დიზაინის კურსი ჩემი პირველი ნაბიჯია ამ სფეროში.

რაც შეეხება კონკრეტულად გრაფიკული დიზაინის მიმართ ინტერესს, დიდი ხანია ამ პროფესიით ვარ დაინტერესებული და ძალიან მინდოდა მისი შესწავლა, რომ გამომეცადა საკუთარი თავი, თუ რამდენად გაამართლებდა ჩემს მოლოდინებს და რამდენად ვხედავდი ჩემს თავს ამ პროფესიაში.

ასევე, ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ისიც დასახელდეს, რომ მიყვარს ხატვა და ვთვლი, რომ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში, ამ უნარის გამოყენების ყველაზე კარგი და ზუსტი საშუალება სწორედ, გრაფიკულ დიზაინია.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

კურსმა ჩემი მოლოდინები იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე ველოდი და პროფესიაც იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, რადგან მივიღე პროფესიული, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა. აღმოვაჩინე უამრავი ინსტრუმენტი და ხერხი, რომელთა საშუალებითაც ბევრი საინტერესო ნამუშევრის შექმნაა შესაძლებელი.

-უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

გრაფიკულ დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოძიების უნარი, რადგან ეს პროფესია მუდმივად განვითარებადია და მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერმა ამას ფეხი აუწყოს.

ვფიქრობ, კურსის საშუალებით დავხვეწე ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. ამ პროფესიაში დეტალებზე ყურადღების გამახვილებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ილუსტრაცია, ნახატი თუ სხვა ინფორმაცია კონკრეტულ დატვირთვას ატარებს.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მახსოვს, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში შემხვდა ამ პროფესიის კურსით და მას მერე თვალს ვადევნებდი ხოლმე სიახლეებსა და საინტერესო პოსტებს.

-მენტორი..

ჩემი მენტორი მიაკო ნადირაძე იყო, რომელიც ნებისმიერ საკითხს დეტალურად და ამომწურავად გვიხსნიდა. ასევე, არ იშურებდა ენერგიას, სტუდენტებისთვის მაქსიმალური ცოდნა, ინფორმაცია და რჩევები მიეცა. დიდი მადლობა მას ასეთი კარგი გამოცდილებისთვის.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

შეიძლება ითქვას, რომ მეც დამწყები დიზაინერი ვარ და კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დონეზე მოსასვლელადაც ბევრი ვიშრომე.

ჩემზე უფრო დამწყებ დიზაინერებს კი ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ საკუთარ სურვილებსა და მიზნებს, რადგან ნებისმიერ სფეროსა და პროფესიაში მთავარი მონდომება და მიზანდასახულობა, დააგროვონ ცოდნა, გამოცდილება. ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ ყველაზე მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმაა და ვურჩევ მათ რომ არ შეეშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმის, ახლის აღმოჩენისა და ამ ახალში გზის გაკვლევის.

-ნამუშევრის შთაგონების წყარო..

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გრაფიკული დიზაინი მუდმივად განვითარებადი პროფესიაა და მნიშვნელოვანია დიზაინერმაც შეძლოს განვითარება და სიახლისთვის ფეხის აწყობა. ეს გახდა ჩემი ნამუშევრის ინსპირაციაც, რომ ამერჩია ისეთი რამ, რაც ახალი, აქტუალური და პოპულარულია.

ამიტომ, ავირჩიე სერიალი “Squid Game”, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო და გადავწყვიტე, რომ შემექმნა ექვსი თამაშის კონცეფციის შესაბამისი ექვსი პოსტერი.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი