fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 9 November, 2021

,,საოცრად პროდუქტიული კურსი იყო, ძალიან მოკლე დროში უამრავი რამ ვისწავლე.”

დღეს ნიკი ლობჟანიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ნიკი ლობჟანიძე, 20 წლის. ვსწავლობ ვიზუალურ კომუნიკაციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დამატებითად გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ამჟამად არ ვარ დასაქმებული თუმცა ვეძებ სამსახურს ჩემი პროფესიით.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ვინაიდან უნივერსიტეტში ვსწავლობ დიზაინის ფაკულტეტზე. არჩევით მიმდინარეობად მქონდა: ვიზუალური კომუნიკაცია, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინი. როდესაც სწავლა დავიწყე ვფიქრობდი, რომ ამერჩია ინტერიერის დიზაინი, თუმცა შემდეგ ჩემმა მეგობარმა რომელიც არის გრაფიკული დიზაინერი მომიყვა თავისი პროფესიის შესახებ, რამაც ძალიან დამაინტერესა და მომინდა, რომ შემესწავლა.

ც

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

პირველ რიგში იმან, რომ მისი დანახვა დავიწყე ყველგან. მას შემდეგ რაც გადავწყვიტე გრაფიკა შემესწავლა, ვაკვირდები ყველაფრის შეფუთვასა და ეტიკეტს, პოსტერებს, სარეკლამო ბანერებსა და ლოგოებს, რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

საოცრად პროდუქტიული კურსი იყო, ძალიან მოკლე დროში უამრავი რამ ვისწავლე.

ნასა

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ყველაფერი, რაც ამ კურსმა მომცა საოცრად მნიშვნელოვანია თუმცა გამოვყოფდი პოსტერებს რომლის აწყობის პროცესიც განსაკუთრებულად მსიამოვნებს.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ძიების პროცესში უამრავი სხვა კომპანია შემხვდა, რომელსაც აქვს გრაფიკული დიზაინის კურსები, თუმცა ისევ მეგობრის რჩევით მოვხვდი აქ რომელმაც მითხრა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საუკეთესო იყო.

ნასა ნასა

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ვინაიდან თავადაც დამწყები დიზაინერი ვარ პირველ რიგში საკუთარ თავს მივცემ რჩევას. საჭიროა მეტი შრომა და პრაქტიკა რის შედეგადაც ყოველთვის ყველაფერი გამოვა

-შთაგონება..

ასტროლოგია სულ მიტაცებდა. „NASA”-ს ორიგინალ ლოგოზე ვფიქრობ, რომ შესანიშნავია, თუმცა ჩემს პირველივე პროექტში მინდოდა შევჭიდებოდი ისეთ დიად კომპანიას, როგორიც არის „NASA” და შემექმნა მისი რედიზაინის ჩემეული ხედვა.

ნასა

ნასა ნასა ნასა ნასა ნასა

ნასა

ნასა

ნასა ნასა