fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 5 October, 2021

,,კურსი ძალიან საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. არცერთი კითხვა არ დარჩენილა უპასუხოდ, რის შედეგადაც უფრო მეტი ინტერესი მიჩნდებოდა.”

დღეს მარიამ გაბეჩავა მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ მარიამ გაბეჩავა, დამწყები გრაფიკული დიზაინერი. ჩემი პროფესიაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, თუმცა ამჟამად არ ვმუშაობ ჩემი ინტერესების ან დარგის განხრით. დასაქმებული ვარ აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში – ლოჯისტიკაში, მაგრამ ვცდილობ, ბევრ სხვადასხვა სფეროს გავეცნო და მაქსიმალურად კომპეტენტური ვიყო.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ალბათ უფრო მასშტაბების გამო. დღეს ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, ძალიან მარტივად შეგიძლია მიაწვდინო შენი ხმა ნებისმიერ ადამიანს, ილუსტრაციებიც ერთგვარი კომუნიკაციის ფორმაა. გარდა ამისა, სხვადასხვა პლატფორმა გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ და ინსპირაცია მივიღოთ.

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელოვნება და ყველაზე მეტ სიამოვნებას ხატვით ვიღებდი, შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად, ნაკლებ დროს ვუთმობდი და ვხვდებოდი, რომ რაღაც ახალი უნდა მეპოვა, სადაც შევძლებდი იდეების რეალიზებას, სწორედ ამ ძიების პროცესში აღმოვაჩინე გრაფიკული დიზაინი.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

კურსი ძალიან საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. არცერთი კითხვა არ დარჩენილა უპასუხოდ, რის შედეგადაც უფრო მეტი ინტერესი მიჩნდებოდა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარი დროის მენეჯმენტი. სულ ბოლო მომენტებში მიყვარდა ყველაფრის გაკეთება და გრაფიკულ დიზაინში ასე არ გამოდის, ნამუშევარს ყოველდღე რაღაც დრო უნდა დაუთმო. ყოველ ჯერზე სხვა თვალით ვუყურებდი, რაღაცას ვცვლიდი, ვამატებდი და ვაუმჯობესებდი. დროის სწორად გადანაწილებამ საშუალება მომცა, უფრო ხარისხიანად მეკეთებინა რაღაცები.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

აკადემიის შესახებ დიდი ხანია, რაც ვიცი და Facebook გვერდზე ხშირად მხვდებოდა მათი სტუდენტების ნამუშევრები, შესაბამისად ბევრი არ მიფიქრია და შევავსე განაცხადი.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი..

ძალიან დიდი შრომა ჩადო მიაკომ, ყველა დავალება დეტალურად განიხილებოდა და საშუალებას გვაძლევდა ყოველ ჯერზე უკეთესები ვყოფილიყავით. განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ მიაკო მხოლოდ ილუსტრატორზე და ფოტოშოპზე არ გვესაუბრებოდა, ძალიან ბევრი ტიპოგრაფიული ნამუშევარი, პოსტერი და არტისტი გაგვაცნო.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

მეც დამწყები ვარ და შესაბამისად გამოცდილება საკმარისი არ მაქვს. ალბათ, მთავარია გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ, ძალიან შაბლონური ფრაზაა, მაგრამ მართლა ასეა.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონება..

ინსპირაციის წყარო ილუსტრატორი იყო, მაშინ პროგრამის და მისი შესაძლებლობის შესახებ ახალ დეტალებს ვიგებდი. იმ მომენტში, მისი „თულები“ მართლა სუპერგმირებად მეჩვენებოდნენ და მაშინ დავფიქრდი, მათ ერთგვარ „პერსონიფიცირებაზე“. თითოეული დავალება, რომელსაც ისინი პროგრამაში ასრულებდნენ, ბოროტებასთან საბრძოლველ ძალად ვაქციე.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი