fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 10 August, 2021

,,კურსი იმდენად საინტერესო და ამოუწურვადი იყო, რომ მხოლოდ ბოლო ლექციაზე მივხვდი, თუ რამხელა ცოდნა მივიღე მოცემულ მცირე დროში.”

დღეს ვიკა ნანობაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, ვარ 24 წლის. დავასრულე ისტორიული ფაკულტეტი, თუმცა მოგვიანებით გავაანალიზე, რომ ეს სფერო საჩემო არ იყო. ამჟამად, ვმუშაობ ევოლუშენ ჯორჯიაში.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ზოგადად, ბავშვობიდან მიყვარდა შემოქმედებითობა, როდესაც მძივებით ნაქსოვ აქსესუარებს ჩანთებზე ვკიდებდი კმაყოფილების განცდა მქონდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბევრს ვფიქრობდი თუ რა საქმიანობით შეიძლებოდა მიმეღო სიამოვნება, საკუთარი თავის ძიებამ გრაფიკულ დიზაინამდე მომიყვანა.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..

პანდემიის პირობებში, როგორც ყველას ბევრი დრო მქონდა. სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებოდი დიზაინერების ნამუშევრებს. თავიდან წარმოუდგენლად მიმაჩნდა რამის ციფრულად შექმნა.

როდესაც სახლში გამოვიკეტე მივხვდი, რომ ამ სფეროს მთავარი შარმი იმაშია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მუშაობა და შენი ხედვის გაზიარება.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

თავდაპირველად, როგორც ყველა დიზაინერი მეც Youtube ტუტორიალებით დავიწყე დიზაინის შესწავლა. დამოუკიდებლად სწავლის პროცესში, მივხვდი რომ რაღაცები არ გამომდიოდა, სწორედ ამ დროს გადავწყვიტე დიზაინის კურსზე დარეგისტრირება.

კურსი იმდენად საინტერესო და ამოუწურვადი იყო, რომ მხოლოდ ბოლო ლექციაზე მივხვდი, თუ რამხელა ცოდნა მივიღე მოცემულ მცირე დროში.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსმა დამილაგა ყველა ის ზედაპირული ცოდნა, რაც აქამდე მქონდა. ასევე მომცა ის უნარები, რაც ყველა დიზაინერისთვის აუცილებელია მაგ, ძიების პროცესი, ინსპირაციის წყაროები, ბრიფთან მუშაობა და ასე შემდეგ.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

დიზაინის კურსის დამოუკიდებელმა ძიების პროცედურამ დიდი დრო წამართვა. ამიტომ დიზაინერების ჯგუფებში ვიკითხე, ხმათა უმრავლესობით არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შეჩერდა.

ამავდროულად, პანდემიის დროს შექმნილი სამსახურის არასტანდარტული გრაფიკი არ მაძლევდა იმის ფუფუნებას, რომ ლექციებს ადგილზე დავსწრებოდი, შესაბამისად, ჩემთვის აუცილებელი კრიტერიუმი გახდა ონლაინ კურსები. როცა შევიტყვე, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიას დისტანციური კურსები ჰქონდა, ამან კიდევ ორმაგად გადამაწყვეტინა კურსზე რეგისტრაცია.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი..

ნინი მუშკუდიანი თავისი საქმის პროფესიონალია, მისი დახმარებით გავიღრმავე ის ცოდნა, რაც აქამდე ტუტორიალებით მივიღე. არ არსებობდა რაიმე კითხვა, რაზეც მას პასუხი არ ჰქონდა.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

მთავარია არ დაიზაროთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რამდენადაც ხანგრძლივად არ უნდა გეჩვენებოდეთ თითოეული კურსის, თუ პროექტის საბოლოო შედეგი, მიზანი მაინც მიღწევადია.
პირველი ნაბიჯების მიღწევის შემდეგ კი ყოველთვის განავითარეთ საკუთარი თავი და არასოდეს გაჩერდეთ ერთ ადგილას, ვინაიდან ეს სფერო ყოველდღიურად გვთავაზობს უსაზღვრო შესაძლებლობებს.
გრაფიკული დიზაინი

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

პირველ რიგში ის, რომ რაიმე მხიარული, ფერადი, აქტიური და დადებითი შემექმნა, ამ მოსაწყენი პანდემიის პირობებში, რაც ნამდვილად აისახება ჩემი ნამუშევრის ფერადი პალიტრით.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი