fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 20 July, 2021

,,მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება იმ დადებით მხარეებზე, რაც პანდემიას მოჰყვა. მინდოდა, რომ ჩემი ნამუშევარი ყოფილიყო თუნდაც მცირედი პოზიტივის მომტანი ამ რთულ პერიოდში.”

დღეს ნინი ხუჯაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ნინი ხუჯაძე, 22 წლის. დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტი, სტრატეგიული კომუნიკაციის ფაკულტეტი. გავიარე გრაფიკული დიზაინი და ბრენდ დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. ამჟამად დაკავებული ვარ სწავლით და საკუთარი თავის განვითარებით.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

პანდემიის დროს გადავწყვიტე შემესწავლა გრაფიკული დიზაინი, რადგან ვთვლი რომ მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ მოვახდინო ჩემი იდეებით კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან. ასევე, ეს ბოლო პერიოდია, რაც დაინტერესებული ვარ NFT(Non-fungible token) – ით და სამომავლოდ მინდა ჩემი NFT – ის შექმნა, რისთვისაც გრაფიკული დიზაინის ცოდნა ძალიან დამეხმარება.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..

პროფესიით ვარ მარკეტოლოგი და ვიფიქრე, რომ ჩემი თავის პროფესიული კუთხით განვითარებაში გრაფიკული დიზაინის და ბრენდ დიზაინის ცოდნა დიდ როლს ითამაშებდა.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

გრაფიკული დიზაინის ძალიან მოკლე დროში მომცა დიდი ცოდნა. ვთვლი, რომ ამ კურსის მეშვეობით შევიძინე ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მომცემს შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაო სხვადასხვა პროექტებზე.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ვთვლი, რომ ამ კურსმა მოთმინების უნარი უფრო მეტად გამომიმუშავა, რადგან ყველა დეტალს დიდი დაკვირვება სჭირდება, რომ სასურველი შედეგი მიიღო და გადმოსცე შენი სათქმელი. ამ სფეროში სასურველი შედეგის მისაღწევად კი ნამდვილად მნიშვნელოვანია გქონდეს სათანადო მოთმინების უნარი და შეგეძლოს ერთი და იმავეს იმდენჯერ ცდა სანამ არ მიიღებ იმ ვიზუალურ მხარეს, რაც სწორად გადმოსცემს შენს მესიჯს.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

რადგან ვთვლი, რომ საუკეთესო გუნდია გამოცდილი ლექტორებით.

-ლექტორი..

გრაფიკული დიზაინს მასწავლიდა ნინი მუშკუდიანი, ხოლო ბრენდ დიზაინს თაკო ჭაბუკიანი. ორივე ლექტორში ძალიან გამიმართლა, რადგან მომცეს დიდი ცოდნა და ცდილობდნენ მაქსიმალური ცოდნა მიმეღო მათგან.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ შეცდომების და არ დაიზარონ, რომ სათანადო დრო დაუთმონ ამ სფეროს. ეს არის ისეთი სფერო, სადაც მუდმივად საჭიროა დახვეწა და შეცდომების გამოსწორების ყველაზე ეფექტური მეთოდი სწორედ შენს თავზე მუშაობაა.

-ნამუშევრის შთაგონების წყარო?

როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც პანდემიას ბევრი ცუდი მხარე ჰქონდა, მაგრამ მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება იმ დადებით მხარეებზე, რაც პანდემიას მოჰყვა. მინდოდა, რომ ჩემი ნამუშევარი ყოფილიყო თუნდაც მცირედი პოზიტივის მომტანი ამ რთულ პერიოდში.