fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული და 3D დიზაინის კურსების შესახებ

თარიღი: 26 July, 2022

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მენტორებია. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეგასწავლონ და არასოდეს იღლებიან ახსნით.”

დღეს თეონა ბუბუტეიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

ჰეი, მე ვარ თეონა ბუბუტეიშვილი, არქეოლოგიის მაგისტრი. 2020 წლიდან ვმუშაობ ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში.

2010 წლიდან დღემდე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სადაც ხშირად ვასრულებ გრაფიკულ ფიქსაციას.

მიყვარს წყლის საღებავები და ხანდახან ჩემით ვერთობი.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

დიზაინით დავინტერესდი სკოლის დამთავრებისას, რის გამოც მქონდა სურვილი სწავლა გამეგრძელებინა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, თავად შევისწავლე Photoshop – ის პროგრამაც.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

Facebook გვერდზე შემთხვევით გადავაწყდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვიდეორგოლს. ძალიან მომეწონა პროგრამა და მეთქი, რატომაც არა.

გრაფიკული დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინისა და 3D დიზაინის კურსი. რასაც გამოვარჩევდი ესაა ძალიან უშუალო, მეგობრული და სტუდენტზე ორიენტირებული მენტორები.

გრაფიკულ დიზაინის კურსზე ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღე ინდუსტრიის შესახებ, შევისწავლე ილუსტრატორი. რაც შეეხება 3D დიზაინს, ეს ჩემთვის სრულიად ახალი სფერო იყო.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

პუნქტუალურობა (ე.ი. პროექტს თავის დროზე ვაბარებ) და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

გრაფიკული დიზაინი

-მენტორი…

ზემოთაც ვთქვი და აქაც აღვნიშნავ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მენტორებია. ძალიან მეგობრულები, მომთმენები და მონდომებულები. ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეგასწავლონ და არასოდეს იღლებიან ახსნით.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ბევრი პრაქტიკა. არასდროს დანებდეთ.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

 ველი, ჰორიზონტი, წრე, უსასრულობა.

გრაფიკული დიზაინი