fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები 3D Max და ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ?

თარიღი: 2 November, 2021

,,ვერც კი წარმომედგინა რის სწავლას მოვასწრებდი 2 თვის განმავლობაში. მოკლე დროში მიღებული ცოდნა კი პროექტზე მუშაობის დროს წარმატებულად გამოვიყენე.“

დღეს ლიკა შონია მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ლიკა შონია, 29 წლის. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობდი, ძალიან მიტაცებდა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი.

-ინტერესი 3D Max დიზაინისადმი?

ვფიქრობ, საკუთარი საცხოვრებელი სივრცის დიზაინის შექმნა და მოწყობა სპეციფიკური საკითხია.

შესაბამისად, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი თავად გააკეთო. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე გამევლო ინტერიერის დიზაინის და შემდეგ 3D Max- ის კურსი.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

გადაწყვეტილების მიღებამდე ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შეხება ჰქონია აკადემიასთან, დადებითად შემიფასა. ასევე, დავესწარი მასტერკლასებს და დავრეგისტრირდი.

-შთაბეჭდილებები 3D Max დიზაინის კურსის შესახებ..

რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ვერც კი წარმომედგინა რის სწავლას მოვასწრებდი 2 თვის განმავლობაში.

მოკლე დროში მიღებული ცოდნა კი პროექტზე მუშაობის დროს წარმატებულად გამოვიყენე.

ინტერიერის დიზაინი

-უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

თავდაჯერებულობა. ინტერიერის დაგეგმარება ბევრად მარტივი მეგონა, არაერთხელ მიცდია მოძიებული ვიდეოებიდან მესწავლა, თუმცა სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი, კურსის დასრულების შემდეგ კი დარწმუნებული გავხდი ჩემს შესაძლებლობებში.

ინტერიერის დიზაინი

-ლექტორი..

ყველაზე მნიშვნელოვანია მიახვედრო ადამიანს როგორ შრომას და ენერგიას საჭიროებს მის მიერ არჩეული პროფესია. თათა თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომელმაც მაქსიმალური ცოდნა გაგვიზიარა მოკლე დროში და რომელსაც საოცარი გადმოცემის ნიჭი აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ.

გიორგი გონდაური – 3D Max – ის პროფესიონალია, მისი მასტერკლასის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სწორედ მას უნდა გაეზიარებინა ჩემთვის ცოდნა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საუკეთესო მოტივატორია.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

თათა და გიორგი ყოველ ლექციაზე აღნიშნავდნენ, რომ ამ სფეროში აუცილებელია ყოველდღიური სწავლა და განვითარება, მეც განვმეორდები და ციფრულ სამყაროში დასაქმების ყველა მსურველს ვურჩევ მეტი დრო დაუთმონ და არასდროს შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ნამუშევრების შთაგონების წყარო, ვფიქრობ, ინტერიერის იმ კონკრეტული სტილებიდან მოდის, რომელიც მოგვწონს, ვეცადე ჩემი ხედვა და მიღებული ცოდნა მაქსიმალურად წარმომეჩინა.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი