fbpx
3D დიზაინი

შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 31 August, 2021

,,კურსი დამეხმარა გამეგო 3D დიზაინის ზოგადი პრინციპები, სტილი და ტრენდები, რომლებიც საკმაოდ აქტუალურია დღეს.“

დღეს ლევან ვართაპეტოვი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ლევან ვართაპეტოვი. გრაფიკული და 3D დიზაინერი.

-ინტერესი 3D დიზაინისადმი..

ბოლო წლებში 3D დიზაინის აქტუალურობა უფრო და უფრო იზრდება. ჩნდება ბევრი ახალი ტრენდული მიმართულება, ესაა ალბათ ჩემი 3D დიზაინით დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

ადრეული ინტერესის მიუხედავად, პირველი შეხება 3D დიზაინთან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მქონდა.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლა ჩემმა ძმამ მირჩია, რომელსაც ასევე აქვს დამთავრებული გრაფიკული დიზაინის კურსი.

-შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ..

კურსი იყო ძალიან შემეცნებითი, გავიგე დიზაინის სფეროში ბევრი რამ, არსებული სტილის და ტრენდის შესახებ.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც 3D დიზაინის კურსმა მომცა..

კურსი დამეხმარა გამეგო 3D დიზაინის ზოგადი პრინციპები, სტილი და ტრენდები, რომლებიც საკმაოდ აქტუალურია დღეს.

3D დიზაინის კურსი

-ლექტორი…

კმაყოფილი ვარ ლექტორით. საბა ძალიან კარგად და გასაგებად გადმოსცემდა მოცემულ მასალას, რაც დამეხმარა პროგრამის უკეთესად ათვისებაში.

-ნამუშევრები..

ნამუშევრის კონცეფცია უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს. პროექტის კონცეფციაზე მუშაობის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან 3D დიზაინის კურსზე ბევრი ახალი რამ ავითვისე და იდეის განხორციელებას თავდაჯერებულად გავართვი თავი.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

ხელოვნური ინტელექტის გავლენა ყოველდღე იზრდება, რასაც აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია იყოს ზუსტი და უფრო სწრაფი, ვიდრე ადამიანია. მაგრამ მას არ გააჩნია ემოციები და ინტუიციის გრძნობა, ამიტომ, ის შეიძლება იყოს ისეთივე არასრულყოფილი როგორიც ადამიანია.

3D დიზაინის კურსი

3D დიზაინის კურსი