fbpx
3დ დიზაინი

შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 15 March, 2022

,,კურსის მსვლელობის პროცესში ვისწავლე, როგორ გადმომეცა ციფრულად ის ყველაფერი, რაც მინდოდა, და რა თქმა უნდა, ის რომ არასდროს უნდა დანებდე თუ რამე არ გამოგდის, კიდევ უნდა სცადო რამდენჯერაც საჭირო იქნება!“

დღეს ლაშა ჩანტლაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ლაშა, 22 წლის, თბილისიდან.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი და მცდელობა შემექმნა რაიმე ციფრული ნამუშევარი. დაახლოებით 17 წლის ასაკში, როდესაც აღმოვაჩინე, რომ 2D არ გვაძლევს გამოხატვის იმდენ შესაძლებლობას, რამდენსაც 3D, დავიწყე ინფორმაციის მოძიება 3D სფეროს შესახებ.

3D დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მცდელობისა და ძებნის პროცესში, ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ მიიპყრო.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

3D დიზაინის კურსი გიორგი ოქროპირიძესთან გავიარე. ძალიან კმაყოფილი ვარ. მივიღე ზუსტად ის შედეგი, რასაც ველოდი.

3დ დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ…

კურსის მსვლელობის პროცესში ვისწავლე, როგორ გადმომეცა ციფრულად ის ყველაფერი, რაც მინდოდა, და რა თქმა უნდა, ის რომ არასდროს უნდა დანებდე თუ რამე არ გამოგდის, კიდევ უნდა სცადო რამდენჯერაც საჭირო იქნება!

-მენტორი…

გიორგის მიერ ჩატარებული ლექციები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა, საერთოდ არ მქონდა ის მომენტი რო მალე დამთავრებულიყო, პირიქით.

ყველაფერი დაწვრილებით იყო ახსნილი და ლექციის შემდეგაც ყოველთვის გვეხმარებოდა.

3D დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ წინაღობების მიუხედავად, განაგრძონ წინსვლა და აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ყოველთვის მიზიდავდა რეტრო სტილის ფირსაკრავები, ამან გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი მექცია ჩემი ფინალური ნამუშევრის თემად. 3D დიზაინმა საშუალება მომცა საკუთარი ფანტაზიისთვის ხორცი შემესხა.

3დ დიზაინი

3D დიზაინი