fbpx
3დ დიზაინი

შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 21 September, 2021

,,ლექტორი იყო ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანი, რომლის დამსახურებაც არის ის, რომ კურსის ყველა ეტაპი იყოს ერთმანეთზე კარგი.”

დღეს რატი რატიანი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ რატი 23 წლის. პროდიუსერი და არტისტი. ვარ ქართულ ბენდ Killages-ში და ვქმნი ვიდეო/აუდიო პროდუქტს.

-პირველი შეხება 3D დიზაინთან..

3 წლის წინ დავიწყე ამ სფეროს სწავლა YouTube-ის მეშვეობით.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

სწავლა რომ გადავწყვიტე დავიწყე სოციალურ ქსელებში სხვადასხვა აკადემიების მოძებნა. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მიზეზების გამო არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე.

-შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ..

პირველ რიგში, ძალიან მომეწონა სილაბუსი, ძალიან კარგი კომუნიკაციით მასწავლა გიორგიმ ყველაფერი. არის უშუალო და მეგობრული, რაც აუცილებლად განაპირობებს კარგ შედეგს საბოლოო ჯამში.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც 3D დიზაინის კურსმა მომცა..

პირველ რიგში ხედვა, რა თქმა უნდა, ტექნიკური მხარეები.

3D დიზაინი

-ლექტორი…

ლექტორი იყო ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანი, რომლის დამსახურებაც არის ის რომ კურსის ყველა ეტაპი იყოს ერთმანეთზე კარგი. ნებისმიერ დროს შეგიძლია ზედმეტი ფიქრის გარეშე დაუსვა ნებისმიერი კითხვა.

-ნამუშევარი..

რატომღაც გამოცდის დღეს გამიტაცა ინტერიერის დიზაინმა და უცებ-უცებ მოპოვებული მასალებით დავისახე მიზანი რომ გამეკეთებინა მოსაცდელი სივრცე რომელიც ფოტოშიც სასიამოვნო და ესთეტიკური სივრცის შეგრძნებას დატოვებდა.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

ვერ ვიხსენებ რაიმე კონკრეტულს, უბრალოდ უცებ მომინდა რომ მსგავსი პროექტი ამეწყო იმ ყველაფრით, რაც ვისწავლეთ მსგავსი პროექტების ასაწყობად.

3D დიზაინი

3D დიზაინი