fbpx
3D დიზაინი

შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 14 September, 2021

,,პირველი ლექციის მერე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ჩემი თავის მიმართ, რადგან რთულად მომეჩვენა და ვფიქრობდი რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო, მეგონა ვერაფერს ვერ გავაკეთებდი საერთოდ, მაგრამ ეს გამოცდილება უფრო საჭირო აღმოჩნდა ჩემი განვითარებისთვის, ვიდრე მეგონა.”

დღეს ბექა აფაქიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ბექა აფაქიძე 26 წლის. ვცხოვრობ თბილისში ოჯახთან ერთად. მყავს მეუღლე და 6 თვის კირა. ამჟამად არ ვმუშაობ, თუმცა ძიების პროცესში ვარ. მინდა რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდებოდეს ციფრულ ინდუსტრიას.

-ჩემი ინტერესი 3D დიზაინისადმი..

სიმართლე რომ გითხრათ, კონკრეტულად 3D დიზაინის მიმართ ჩემი ინტერესი სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა.

3D დიზაინი

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

პირველი შეხება მქონდა ცოტა ხნით ადრე, სანამ უშალოდ კურსს გავივლიდი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სფეროსადმი ჩემი ინტერესის გამო თქვენს აკადემიაზე დიდი ხანია მაქვს ინფორმაცია.

-შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ..

პირველი ლექციის მერე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ჩემი თავის მიმართ, რადგან რთულად მომეჩვენა და ვფიქრობდი რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო, მეგონა ვერაფერს ვერ გავაკეთებდი საერთოდ, მაგრამ ეს გამოცდილება უფრო საჭირო აღმოჩნდა ჩემი განვითარებისთვის, ვიდრე მეგონა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც 3D დიზაინის კურსმა მომცა..

ნებისყოფა.

-ნამუშევარი..

ნამუშევრის შექმნა თავიდან ცოტა არეულად დავიწყე, არ ვიყავი ჩამოყალიბებული რისი გაკეთება მინდოდა, ხან ყველანაირი იდეა მომდიოდა თავში, რაც უფრო მაბნევდა.

ბოლოს, შევჯერდი კონკრეტულ კონცეფციებზე და დავიწყე მუშაობა. სამუშაო პროცესი არ იყო რთული, თუმცა მარტივსაც ვერ დავარქმევ, საბოლოოდ სასიამოვნოდ ვიმუშავე.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

რეფერენსი და ნაწილობრივ ფანტაზია.

ნახე სტუდენტის ნამუშევარი აქ.