fbpx
შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 9 February, 2021

,,ყოველ ჯერზე, თუნდაც 1 წუთით პროგრამაში შეხედვისას შეიძლება თქვა – ,,ყველაფერი ვიცი”, მაგრამ რეალურად შესაძლოა იმ 1 წუთში ბევრი კარგი რამ აღმოაჩინო.”

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ალეკო აკოფიანი, 15 წლის.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი?

თავიდან ზუსტად არც ვიცოდი რა ერქვა, მაგრამ უფრო პატარაც რო ვიყავი მიტაცებდა ფანტასტიკის ჟანრის ფილმები, სერიალები და ანიმაციები. ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა ისეთი ანიმაცია, სადაც პერსონაჟი ხელიდან ცეცხლს ან ლაზერს გამოუშვებდა და აქედან დაიწყო ჩემი ინტერესიც, თუმცა მაგ დროისთვის ძალიან პატარა ვიყავი.

Adobe After effects მომეწონა, მაგრამ ვერ მოვახერხე გადმოწერა, სხვადასხვა აპლიკაციებსაც ვეძებდი რამოდენიმე გადმოვწერე, მაგრამ დიდი არაფერი იყო. შემდეგ კი ვნახე ერთი ედითი და მოკლედ ბოლოს ისე მოხდა მას, ვინც ეგ ვიდეო დააედითა, დავუმეგობრდი და მითხრა After-ის შესახებ და გადმოვწერე, შემდეგ კი უკვე მოძიება დავიწყე, ჯერ გარკვეული არ მქონდა გრაფიკული დიზაინი მინდოდა, მოუშენი თუ 3D დიზაინი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სხვადასხვა აკადემიებს ვეძებდი და გიპოვეთ თქვენ.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

საკმაოდ კარგი იყო, ლექტორი ყველაფერს კარგად და დაწვრილებით ხსნიდა, ყოველთვის გვეხმარებოდა ტექნიკურ დეტალებში.

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

არასოდეს დანებდე, ეცადე უფრო მეტი და მეტი შექმნა მაღალ საფეხურზე ასასვლელად. ყოველ ჯერზე, თუნდაც 1 წუთით პროგრამაში შეხედვისას შეიძლება თქვა –  ,,ყველაფერი ვიცი”, მაგრამ რეალურად შესაძლოა იმ 1 წუთში ბევრი კარგი რამ აღმოაჩინო.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

ზოგადად ბევრ ვიდეოებს ვუყურებ და ერთ-ერთი Youtube-ზე შემხვდა. ნამუშევრის შექმნის დროს მომდის იდეები, სხვადასხვა ეფექტებს ვტესტავ, რის შემდეგაც კიდე მეტი იდეა მომდის თავში.