fbpx

საუკეთესო დრო FACEBOOK-ზე პოსტის დასაწერად

თარიღი: 12 June, 2019

რა არის საუკეთესო დრო სოციალურ ქსელში სიახლეების გამოსაქვეყნებლად?
რის მიხედვით არჩევთ, რომ ეს დრო ნამდვილად პროდუქტიულია თქვენი საქმიანობისთვის?

ერთი კონკრეტულად განსაზღრული დროის მონაკვეთი ან დღე, რომელიც გარანტიას მოგცემთ რომ მაქსიმალურ კომუნიკაციას დაამყარებთ თქვენს აუდიტორიასთან არ არსებობს, მხოლოდ სწორად დაგეგმილი სოციალური მედიის მარკეტინგის დახმარებით არის შესაძლებელი სათანადო დროის შერჩევა, რომელიც თქვენი პუბლიკაცების ნახვის რაოდენობას გაზრდის.

Buffer-ის კვლევით, საუკეთესო დრო Facebook- ზე პოსტის გამოსაქვეყნებლად შუადღის პირველიდამ სამ საათამდეა კვირის დღეებში და ასევე შაბათს. მომხმარებლების მხრიდან ჩართულობის მაჩვენებლები ხუთშაბათსა და პარასკევს 18% -ით მეტია.
Hubstpot ის კვლევაც იმავეს ადასტურებს, საუკეთესო დრო ხუთშაბათს და პარასკევს პირველი – სამი საათის შუალედია.

Facebook -ის სისტემატიურად განახლებადი ალგორითმის გამო, კონკრეტული საუკეთესო დროის მოძებნა პოსტის გამოსაქვეყნებლად უფრო და უფრო ძნელი ხდება. სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლის ონლაინ საქციელიც და დამოკიდებულად იცვლება. კარგად უნდა იყოს დიფერენცირებული: რა არის თქვენი ინდუსტრია, რომელ სოციალურ ქსელში არის აქტიური თქვენი აუდიტორია.
არსებულ ყველა სტატისტიკასთან და დაკვირვებასთან ერთად, მთავარი ინდივიდუალური მიდგომა, სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგიების სწორად დაგეგმვა და მიზნობრივი სეგმენტის საფუძვლიანად შესწავლაა.

მომხმარებლის ონლაინ ქცევა

Facebook analytics საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ მომხმარებლის ონლაინ ქცევას. ასევე გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ როდის განიცდის აუდიტორია ინფორმაციულ ,,შიმშილს’’ და როდის არის ყველაზე აქტიური სოციალურ სივრცეში. მაგრამ თუ თქვენ არ ქმნით მომხარებლისთვის საინტერესო პუბლიკაციებს, როგორ სწორადაც არ უნდა შეარჩიოთ დრო, ეს არ დაგეხმარებათ ნახვის რაოდენობის ზრდაში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ ქონთენთს, რომელსაც თქვენს აუდიტორიას სთავაზობთ.

როდესაც მომდევნო პოსტს აქვეყნებთ ონლაინ პლატფორმებზე , ავტომატურად იმ დიდი სოციალური მარათონის წევრი ხდებით, რომელიც გულისხმობს სიახლეების ზოლში მოწინავე პუბლიკაციების პოზიციებში მოხვედრას და აუდიტორიის ყურადღების დამსახურებას.
თუ თვლით რომ თქვენი ინტერესი სოციალური მედიის საშუალებით ფართო მასების დაინტერესებაა და ეს საქმიანობა გინდათ პროფესიულ საქმედ აქციოთ, მაშინ გაეცანით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსს : https://digitaledu.ge/socialuri-mediis-kursi/