სარეკლამო პოსტერები ძველი დროიდან
თარიღი: 23 September, 2020
სარეკლამო პოსტერების შექმნა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც არ არსებობდა ტერმინი კონტენტი, SEO, viral, word-of-mouth და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ადამიანები მოკლებულნი იყვნენ ,,მარკეტინგული ტექნიკების” გამოყენებას, ისინი მაინც ქმნიდნენ კრეატიული და საინტერესო სარეკლამო პოსტერებს.
გაეცანი, პოსტერებს ძველი დროიდან:
Gillette- 1895
King Camp Gillette-მა გამოიგონა უსაფრთხო, ერთდჯერადი, თხელი და იაფი საპარსი. პოსტერზე ბავშვია გამოსახული Gillette-ით ხელში, რეკლამის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ხაზი გაესვას საპარსის უსაფრთხოებას.
Swim caps advertisement
საცურაო ქუდის სარეკლამო პოსტერი, რომელშიც ყურადღება მის ხარისხსზე და გამოსადეგობაზეა გამახვილებული. როდესაც სრულიად სველი ხარ, მაგრამ შენი ვარცხნილობა პირვანდელ სახეს ინარჩუნებს, ეს არის ამ პოსტერის მთავარი იდეა.
Camels Cigarettes, 1913 – the doctor’s orders
,,ექიმის ბრძანება”- პოსტერში პროდუქტის სარეკლამოდ იუმორია გამოყენებული. თითქოს და სიგარეტი ,,Camels” არ არის მავნებელიც და მეტიც, რეკომენდირებულია ექიმების მიერ. პოსტერზე სპორტსმენები არიან გამოსახულნი, რათა მომხმარებელმა სიგარეტი უსაფრთხოება და სანდოობა კიდევ უფრო ირწმუნოს.
Coca Cola as a medicine
კოკა-კოლა, როგორც წამალი ისე არ შექმნილა, თუმცა მისი რეცეპტი ექიმს და ფარმაცევტს John S Pemberton-ს ეკუთვნის. რეკლამაში, კოკა-კოლა, როგორც წამალი ისეა წარმოჩენილი. ექიმის ხელში დაჭერილი პროდუქტით პოსტერის ავტორმა მომხმარებელში ნდობა გააჩინა, პროდუქტი კი უსაფრთხოდ წარმოადგინა.
McDonald’s-1960
,,გარეთ ვჭამოთ”-McDonald’s-ი მომხმარებლისთვის ისეთ სიტუაციასთან ასოცირდება, როდესაც ძალიან გშია და გინდა სწრაფად და მარტივად რაიმე გემრიელი ჭამო. ამ იდეით ინსპირირებულია მოცემული პოსტერიც.
კრეატიული სარეკლამო პოსტერი ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს აქტუალური, მთავარია პროდუქტის უპირატესობა და სარგებელი ნათლად იყოს წარმოჩენილი.
რომელია შენი ფავორიტი?