fbpx
საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტის რებრენდინგი – ანა ჯახუა

თარიღი: 30 August, 2022

,,გარდა იმისა, რომ აკადემია შესანიშნავად გასწავლის, ასევე ხელს გიწყობს კონკრეტული მიმართულებით დასაქმებაში.”

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ანა ჯახუას ფინალურ პროექტს:

-მე ვარ..

მე ანა ვარ. დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, თუმცა მივხვდი, რომ ეს ის არაა, რაც მე მთელი ცხოვრების მანძილზე მინდა ვაკეთო.

ბავშვობიდან დღემდე მიტაცებს ფოტოგრაფია. ზოგადად მიყვარს საინტერესო სივრცეების, მომენტების აღმოჩენა და ამის კადრებად დაფიქსირება. ასვე მომწონს, როცა ლამაზ ვიზუალებს წავაწყდები ხოლმე, ხშირად გამხდარა მსგავსი დაკვირვებები ჩემი ინსპირაციის წყარო სხვადასხვა საქმიანობაში.

საქართველოს ფოსტა

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

კონკრეტულად გრაფიკული დიზაინის მიმართ ინტერესი გამიჩნდა მაშინ, როცა Pinterest-ის არსებობა გავიგე და ხშირად ვიჭყიტებოდი ხოლმე იქ.

განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, თითქმის ყველა სოციალურ ქსელში ვაწყდებოდი სხვადასხვა ბრენდების მიერ შექმნილ ლამაზ ვიზუალებს, რაც მომენტალურად იქცევდა ჩემს ყურადღებას.

საქართველოს ფოსტა

თვალიერებისას ხშირად მიფიქრია, მე რომ ვიცოდე პროგრამაში ხატვა ნეტავ როგორ ვიზუალებს შევქმნიდითქო და სულ მინდოდა ჩემებური ხედვა გამეციფრულებინა.

,,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“- და წელს ფეისბუქზე წავაწყდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის პოსტს, რომ ტარდებოდა გრაფიკული დიზაინის უფასო მასტერკლასი. დავესწარი ლექციას და ამ მასტერკლასიდან ჩემი სწავლება გაგრძელდა და დაგვირგვინდა გრაფიკული დიზაინისა და ბრენდ დიზაინის სერტიფიკატებით.  

საქართველოს ფოსტა

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ბევრი ჩემი მეგობარი მირჩევდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას. მათი რჩევიდან გამომდინარე დავესწარი აკადემიის უფასო მასტერკლასს და მომეწონა. გარდა იმისა, რომ აკადემია შესანიშნავად გასწავლის, ასევე ხელს გიწყობს კონკრეტული მიმართულებით დასაქმდე და გაიღრმაო ცოდნა/გამოცდილება.

საქართველოს ფოსტა

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინის და ბრენდ დიზაინის კურსი. ორივეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ცხოვრებაში პირველად მქონდა შეხება ილუსტრატორთან. ფოტოშოპში ადრე რომ შევდიოდი მეშინოდა ხოლმე იმდენად ბევრი ,,თული” აქვს და ყველაფერი გაურკვეველი იყო ჩემთვის. ახლა კი საბაზისო ცოდნა იმდენი მაქვს, რომ მარტივად შემიძლია გავიღრმაო ცოდნა და ამ პროგრამების შესაძლებლობები.

საქართველოს ფოსტა

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

სიახლეების მუდმივი თვალიერება და საინტერესო ,,აღმოჩენების“ შენახვა (ჩანახატების გაკეთება იქნება ეს, თუ pinterest/behance-ზე მუდბორდების შექმნა) რაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას შეიძლება გამოგადგეს. ასევე, კურსის მანძილზე ვისწავლე ვიყო უფრო გამბედავი და თამამი სამუშაო პროცესში, გავრისკო და ვცადო სხვადასხვა ვერსია და საუკეთესო მას შემდეგ აღმოვაჩინო.

საქართველოს ფოსტა

-მენტორი..

ნანკა ბაღათურია მასწავლიდა გრაფიკულ დიზაინს, ხოლო შემდეგ, ბრენდინგს – მაშო ნარტყოშვილი. ორივე უკარგესი ადამიანი და პროფესიონალია. ყველა ვორქშოპი ერთმანეთზე საინტერესო იყო. მათი დამსახურებით კიდევ უფრო შემიყვარდა ეს სფერო.

ყველაზე მეტად, რაც მათ სწავლებაში მომეწონა იყო ის, რომ მუდმივად პარალელს ავლებდნენ იმაზე, რომ მათაც 0-დან დაიწყეს, ამით მოტივაციას გვიზრდიდნენ და მიზნებს კიდევ უფრო გვიმძაფრებდნენ, რომ მალე, ძალიან თავისუფლად შეგვეძლება მიზნის მიღწევა და გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბება.

საქართველოს ფოსტა

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ყველას, ისევე როგორც საკუთარს თავს, ვურჩევდი იყვნენ მუდმივად სიახლეების ძიებაში, ხშირად ათვალიერონ, დააკვირდნენ, იმუშაონ საკუთარ თავზე. პერიოდულად იცვლება ტრენდი და მუდმივად სიახლეების სწავლაში უნდა ვიყოთ. ასევე ვურჩევდი რომ იყვნენ გამბედავები და თამამები მუშაობის პროცესში. ხშირად რაღაცების გარისკვა კარგ შედეგს გვაძლევს.

საქართველოს ფოსტა

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ბრენდინგის კურსზე გვქონდა ცნობადი ბრენდების რამდენიმე ვერსია, საიდანაც ერთ-ერთის რებრენდინგზეც უნდა გვემუშავა. ზოგადად როცა პოსტერებს ვათვალიერებ ხოლმე, ყოველთვის თვალს მჭრის ფერადი/ჭრელი პოსტერები და მეც მიყვარს ფერების შემოტანა და გახალისება. ერთ-ერთი საფინალო პროექტი იყო Open Air-ის რებრენდინგი და ვიფიქრე კარგად გავართმევდი თავს, თუმცა იმდენად ბევრმა აირჩია ეს თემა, რომ ვიფიქრე განსხვავებული შემერჩია, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა საქართველოს ფოსტის რებრენდინგზე და ცოტა განსხვავებული და თანამედროვე გამეხადა ლოგო.

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა