fbpx
ანიმაცია

Saliseburi – მისტიური ანიმაციები და შთაგონების წყარო

თარიღი: 23 November, 2020

,,Saliseburi”, სალომე სამადბეგიშვილი, ანიმატორი, რომელიც განსხვავებულ და მისტიურ ანიმაციებს ქმნის. სალომე დღეს შენ მოგიყვება საკუთარი შთაგონების, სამუშაო პროცესის და მიზნების შესახებ.

მე..

მე ვარ სალომე სამადბეგიშვილი, 23 წლის დავიბადე თბილისში, დავამთავრე სამხატვრო აკადემია სახვითი ანიმაციის ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულებით. ახლა ვმუშაობ ანიმატორად სტუდიო Animatory-ში, თბილისში. მიყვარს, ანიმე, უცნაური ამბები, ვიდეო თამაშები და ლამაზი, ბრჭყვიალა ქვები.

ჩემთვის შთაგონების მთავარი წყაროა..

ნაირ-ნაირი წყაროები მაქვს, ბუნება, მოდა, ფილმები, ვიდეო თამაშები, ანიმე, ჩემი საყვარელი ხელოვანი ადამიანები, არქიტექტურა მაგრამ მე უფრო ვიტყოდი მუსიკა, შევამჩნიე ყველაზე კარგი იდეები მომდის, მაშინ როცა მუსიკას ვუსმენ განსაკუთრებით, სეირნობის დროს.

შთაგონებას ვეძებ..

ჩემი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ვათვალიერებ შთაგონებისთვის, მაგრამ შთაგონება ხანდახან უეცრად და მოულოდნელად მომდის.

მაგალითად, შეიძლება YouTube-ზე ვნახო ინტერვიუ ყოფილ განგსტერზე და იდეა მომივიდეს, რომ ანიმაცია გავაკეთო დეტექტიურ ნუარზე და მაფიაზე.

ჩვევა სამუშაო პროცესის დროს..

სულ ვუსმენ რამეს, მუსიკას, დოკუმენტური ფილმს ან აუდიო წიგნს. ასევე თუ ანიმაციას ან ნახატს ჩავუჯდები დიდი ხანი არ ვდგები რაც ძაან ცუდი ჩვევაა, გთხოვ ნუ მომბაძავთ და საკუთარ თავს მოუარეთ, გაიარ-გამოიარეთ, წყალი დალიეთ ა.შ.

ანიმაციის შექმნის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია..

ანიმაციის შექმნისას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რომ მოძრაობა საინტერესო იყოს და იკითხებოდეს, ასევე მნიშვნელოვანია ყველა ნახატი გავდეს ერთმანეთს და ეფექტური გადასვლები ჰქონდეს.

რა საერთო აქვს ჩემს ყველა ანიმაციას ერთმანეთთან..

მგონი…ენერგიული, სახალისო მოძრაობები და ცოტა მისტიური ელემენტებიც მაყურებლის დასაინტრიგებლად.

„ნეტა რა ხდება და როგორ წავა ეს ყველაფერი“

მიზანი..

ჩემი მიზანია, ჩემი იდეები და პროექტები გავაცოცხლო, მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი სერიალი და შეიძლება ვებ-სერიალი. მინდა ეს ყველა იდეა, რაც თავში მიტრიალებს ეკრანზე გადავიტანო და იმედი მაქვს ყველას მოეწონება.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე