fbpx
საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში

საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში – ლუკა კორძახია

თარიღი: 24 April, 2021

რა იყო დამახასიათებელი საბჭოური ტიპოგრაფიისთვის? როგორ გამოხატავდნენ მაშინ იდეას ფორმების დახმარებით? – ამ კითხვებზე საკუთარი ნამუშევრებით ლუკა კორძახია გიპასუხებთ.

გაეცანი, ლუკა კორძახიას მიერ შექმნილ ნამუშევრებს #შენიშთაგონებისთვის:

საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში - ლუკა კორძახია

-ნამუშევრების კონცეფცია..

საბჭოთა კავშირში არსებული რეჟიმის მიუხედავად ვფიქრობ, რომ მასში მაინც არსებობდა გარკვეული დადებითი დეტალები კონკრეტული დიზაინების სახით. თითქოს წინა თაობის ადამიანების ხელწერაც კი, იმდროინდელ ხასიათს ატარებს. ამიტომ სურვილი მქონდა, რომ ასეთი დეტალები გამეცოცხლებინა შრიფტების სახით და შემექმნა უნიკალური ვიზუალი. ჯერ მხოლოდ პროტოტიპებია, თუმცა სამომავლოდ ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

-რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?

საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში - ლუკა კორძახია

შთაგონების წყარო უმეტესად ჩვენს ირგვლივ არსებული საბჭოური ნარჩენებია, რომლებიც ძირითადად არქიტექტურაში შემორჩა. კონკრეტულად კი, მეტროსადგური ,,დელისი“, რომლის კედელზე არსებული შრიფტი პირდაპირ შთაგონების წყაროდ იქცა.

საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში - ლუკა კორძახია

-რატომ საბჭოური შრიფტები?

საბჭოთა კავშირში პოსტერებსა და შრიფტებს საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა დიზაინის მხრივ. მათ არ ჰქონდათ მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა, თითქოს იმდროინდელი პლაკატები და შრიფტები ვიზუალურად გელაპარაკებოდნენ მიუხედავად იმისა, იცოდი თუ არა კითხვა.

რადგანაც თითოეულ შრიფტს გააჩნია საკუთარი ხასიათი, მისი ფორმებიდან გამომდინარე, ამიტომ პირადად ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია საბჭოური შრიფტების საშუალებით გამოხატული ვიზუალური კომუნიკაცია.

საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში - ლუკა კორძახია

-თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპოგრაფიის შექმნის პროცესში?

შრიფტის შექმნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვინაიდან თითოეულ სიმბოლოს მისთვის დამახასიათებელი ანატომია გააჩნია, ქართული ანბანი კი უფრო მეტად კომპლექსურია. აქედან გამომდინარე, მუდმივად გიწევს ფიქრი ყველა დეტალზე, რომ მთლიანობაში შრიფტი შეიკრას და ერთ „ოჯახად“ იქცეს.

საბჭოური ტიპოგრაფია პოსტერებში - ლუკა კორძახია