fbpx
რუსეთის აგრესიის კარიკატურები - ჩვენი სტუდენტის ნამუშევრებში

რუსული აგრესია ჩვენი სტუდენტის კარიკატურებში

თარიღი: 5 April, 2022

,,თუ რამე არ გამოგდით არ მიატოვოთ საქმე, არამედ იბრძოლეთ იქამდე სანამ გამოგივათ.”

დღეს, კატო აბუსერიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მოგესალმებით, მე მქვია კატო აბუსერიძე და ამჟამად ვარ სტუდენტი. ვსწავლობ ინჟინერიის საფუძვლებს და გატაცებული ვარ ტექნიკური საგნებითა და უცხო ენებით. თუმცა, ჩემს ინტერესების სფეროში, შემოქმედებითი დარგებიც შედის და ამიტომ, ხშირად ვარ დაკავებული ვიზუალური ხელოვნებით.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ამ სფეროსადმი ინტერესი საკმაოდ მრავალი წელი მაქვს, განსაკუთრებით იმ დროიდან, როდესაც მე-8 კლასში ციფრული კამერა მაჩუქეს და ფოტოგრაფიით დავკავდი. გადმოვიწერე Adobe Photoshop, რადგან ჩემი გადაღებული სურათების პროფესიონალურად დამუშავების სურვილი გამიჩნდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს პროგრამა სხვა უამრავ შესაძლებლობებს მაძლევდა.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე მრავალი წელია მესმის ჩემი სანაცნობო წრიდან. აკადემიის ვებგვერდის მონახულებისას მარტივი მისახვედრია, თუ როგორი პროფესიონალური გუნდი ჰყავთ და რაოდენ კრეატიულ საზოგადოებასთან მოუწევს სტუდენტს კონტაქტი.

-კურსი, რომელიც გავიარე..

ავირჩიე გრაფიკული დიზაინის, კერძოდ Adobe Photoshop და Illustrator პროგრამების პროფესიონალურ დონეზე შესწავლის კურსი და ასევე ბრენდინგის კურსი. ძალიან კმაყოფილი ვარ მენტორების სწავლებითა და მათი პროფესიონალიზმით.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

გამოვიმუშავე შრომისუნარიანობა და განვივითარე „ხედვის“ უნარი, რაც მეხმარება იმაში, რომ ობიექტურად შევაფასო ნებისმიერი ვიზუალი.

-მენტორი..

ნინი მუშკუდიანი და მაშო ნარტყოშვილი. ნინი მუშკუდიანი არის ძალიან მეგობრული და გემოვნებიანი გოგო. მისი ასეთი თვისებების გამო არასდროს არავის ერიდებოდა კითხვების დასმა, რაც მას პროფესიონალად აყალიბებს. მაშო ნარტყოშვილი კი საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს და უზომოდ ყურადღებიანია. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

არასდროს გეგონოთ, რომ ხატვის „ნიჭის“ არ ქონა რამეში შეგზღუდავთ! მთავარია მონდომება, კრეატიულობა და არასდროს დანებება! თუ რამე არ გამოგდით არ მიატოვოთ საქმე, არამედ იბრძოლეთ იქამდე სანამ გამოგივათ. პრობლემის აღმოჩენის დროს ჰკითხეთ ნაცნობებს, ლექტორებს, უყურეთ ტუტორიალებს YouTube- სა და Skillshare -ზე.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ინსპირაცია ჰერლუფ ბიდსტრუპის სატირული ჟანრის კარიკატურებია. ვეცადე რუსეთის აგრესიის შედეგები ირონიული კარიკატურებით მეჩვენებინა ყველასათვის და იმედია გამომივიდა.