fbpx
დასაქმება

როგორ შევქმენი საკუთარი კომპანია FRONTEND-ის კურსის გავლის შემდეგ?

თარიღი: 16 September, 2021

,,აკადემიამ მომცა ის ცოდნა, რომელიც ყოველთვის მეხმარება სიტუაციის შეფასებაში, სწორი ამოცანების დასახვაში და ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაციაში.”

დღეს დავით ბუაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე გახლავართ დავით ბუაძე, პლატფორმა realoffer.ge-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

დიდი ხანია ვებ პროგრამირების სფერო მიტაცებს, თუმცა განსხვავებული პროფესიული განათლებისა და კარიერის გამო, ვერასოდეს ვახერხებდი, ამ სფეროსთან მჭიდროდ დაკავშირებას.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ, თქვენი Facebook გვერდის მეშვეობით შევიტყვე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თქვენი მუშაობის ხარისხი შეგვიძლია თქვენივე სოც. და ვებგვერდის მეშვეობით შევაფასოთ.

-კურსი..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე FRONTEND (HTML&CSS)-ის კურსი, რომლის მეშვეობითაც შევძელი გავცნობოდი, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო სფეროს, ვებ პროგრამირების შიდა სამზარეულოს.

ამ კურსმა მომცა საშუალება, რომ ჩემი მიზნები და ამოცანები სწორად ჩამომეყალიბებინა. სწორად ჩამოყალიბებული ტექნიკური დავალება, ამ სფეროში წარმატების საწინდარია.

-ამჟამინდელი საქმიანობა..

ამჟამად ვმართავ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციურ პლატფორმა realoffer.ge-ს, რომელიც უკვე დიდი წარმატებებით სარგებლობს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაგეგმილია საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს წარმატებაში?

აკადემიამ მომცა ის ცოდნა, რომელიც ყოველთვის მეხმარება სიტუაციის შეფასებაში, სწორი ამოცანების დასახვაში და ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაციაში.
პროგრამისტების ძალიან ძლიერი გუნდის 4twiggers-ის დახმარებით, შევქმენით გამორჩეული პლატფორმა realoffer.ge

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ვურჩევდი, რომ არასოდეს არის გვიანი შეისწავლო რაიმე ახალი, ეს ცხოვრების თავიდან დაწყებას ჰგავს, როცა მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს.