fbpx
დასაქმება

როგორ შევქმენი საკუთარი ბრენდი სოციალური მედიის კურსის გავლის შემდეგ?

თარიღი: 6 January, 2022

,,აკადემიამ ჩემს დასაქმებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. კურსმა მომცა მოტივაცია იმისა, რომ არ შემშინებოდა დაბრკოლებების და თავად ვყოფილიყავი რაიმე ახლის შემოქმედი. აქ მიღებულმა ცოდნამ მცირე დროში მომცა შესაძლებლობა, რომ მემუშავა საინტერესო ადამიანებთან, მცირე თუ დიდ ბიზნესებთან და რაც მთავარია შემექმნა საკუთარი სერვისი, რომელსაც ადამიანებს ვთავაზობ.”

დღეს ანა აფრიაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

ანა აფრიაშვილი, 22 წლის.

სწავლა დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

დაბადების დღეზე მოულოდნელ საჩუქრად სასწავლო კურსის ვაუჩერი მივიღე, დაუსრულებელი ფიქრისა და ძიების შედეგად არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე.

ეს აკადემია ჩემს ფანტაზიებში ყოველთვის დადებით ემოციებს ტოვებდა, მუდმივად ვესწრებოდი ვებინარებს კურსების შესახებ, რის შედეგადაც საბოლოოდ მოვედი აქამდე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

გავიარე სოციალური მედიის კურსი მარიამ ჭყონიასთან, რომელმაც უდიდეს ცოდნასა და პრაქტიკასთან ერთად ახალი მიზნებისკენ გამიხსნა გზა. კურსმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა და მიუხედავად ონლაინ სივრცის ბარიერისა შევძელი, რომ მაქსიმუმი მიმეღო.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

აღნიშნულმა კურსმა ჩემში ახალი ინტერესები გააჩინა. ყოველთვის მიყვარდა წერა, ფოტოების გადაღება, ადამიანებთან ურთიერთობა, შესაბამისად სოციალური მედიის კურსმა თითქოს ჩემში არსებულ უნარებს თავისი მიმართულება მისცა. იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ჩავირიცხე ფოტოგრაფიის მიმართულებით პროფესიულ კოლეჯში, საბოლოოდ დავაფუძნე პირადი ბრენდი.

,, Anana _Si  Photography’’, რომელიც ადამიანებს ფოტომომსახურებასა და საიმიჯო ბრენდინგს სთავაზობს. გარდა აღნიშნული საწყისისა, ვთანამშრომლობ სხვადასხვა სტარტაპ ბიზნესსა და ქართველ დიზაინერებთან, რომელთაც სოციალური მედიის მიმართულებით ვთავაზობ სერვისს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ ჩემს დასაქმებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. კურსმა მომცა მოტივაცია იმისა, რომ არ შემშინებოდა დაბრკოლებების და თავად ვყოფილიყავი რაიმე ახლის შემოქმედი. აქ მიღებულმა ცოდნამ მცირე დროში მომცა შესაძლებლობა, რომ მემუშავა საინტერესო ადამიანებთან, მცირე თუ დიდ ბიზნესებთან და რაც მთავარია შემექმნა საკუთარი სერვისი, რომელსაც ადამიანებს ვთავაზობ.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

არასდროს შეუშინდნენ სიახლეებს და ყოველთვის ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორი არის სურვილი, რომელსაც შედეგი ყოველთვის გამოაქვს. ციფრული ინდუსტრიის აკადემია კი თქვენი სურვილების ასრულებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.