fbpx
storytelling

როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?

თარიღი: 24 April, 2020

იცით რა აქვს საერთო ბლოგ პოსტსა და სენდვიჩს? – გიპასუხებთ. წერას სტრუქტურულად სწორად დალაგება სჭირდება, ასევეა სენდვიჩის შემთხვევაშიც. სენდვიჩში ყველა ინგრედიენტი სწორი თანმიმდევრობით უნდა დაალაგოთ. წერისას სწორი სტრუქტურა მოგცემთ საინტერესო ამბავს, ხოლო ინგრედიენტების სწორი თანმიმდევრობით დალაგება გემრიელ სენდვიჩს. ამბის თხრობისას ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, სწორად უნდა განსაზღვრით რითი დაიწყოთ, გააგრძელოთ და დაამთავროთ თხრობა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ ამბის თხრობა, უფრო სიანტერესო გახადოთ:

პირველი წინადადების ეფექტი

ბლოგის წერისას ეს ყველაზე რთული ნაწილია, რადგან პირველი წინადადება უნდა იყოს მაქსიმალურად დამაინტრიგებელი და ამავდროულად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაზე იქნება მთლიანი სტატია.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ:

  • უცნაური და დამაინტრიგებელი შეკითხვით: ,,იცით რა აქვს საერთო ბლოგ პოსტსა და სენდვიჩს”?
  • ფრაზით: ერნესტ ჰემინგუიეიმ ერთხელ თქვა: ,,ჭკვიანი ადამიანები ძალიან იშვიათად არიან ბედნიერნი.”
  • სტატისტიკური მონაცემებით;
  • ხუმრობით;
  • ამბით.person using a desktop

სიმარტივე

ნუ გამოიყენებთ სიტყვებს, რომლებიც არაფერს შემატებენ თქვენს სათქმელს, წერეთ მოკლედ და კონკრეტულად. როგორ საინტერესო თემაზეც არ უნდა იყოს სტატია, თუ ის გრძელი, გაუგებარი წინადადებებით არის დაწერილი მკითხველი მის კითხვას შეწყვეტს. სიმარტივე ყოველთვის ყველაზე კარგი გამოსავალია, წერეთ მოკლედ და მარტივად.

მეორე შთაბეჭდილების კანონი

წერა პაემანს ჰგავს და მხოლოდ პირველი შთაბეჭდილება არასოდეს არის საკმარისი. თქვენ ყოველ ჯერზე უნდა ეცადოთ,  რაც შეიძლება საინტერესო სტატია შესთავაზოთ მკითხველს, შექმენით თქვენი წერის სტილი და შეინარჩუნეთ ბოლომდე.

ერთი ამბიდან მეორეზე

ერთი სათქმელიდან მეორეზე გადასვლა – ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიმართულებას ცვლით. აზრი არ უნდა გაწყდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასავლელად მკითხველი მოამზადოთ. ხშირად ამ ფაქტორს ყურადღებას არ აქცევენ, რის გამოც მკითხველი იბნევა და აზრი ეკარგება. ამისათვის ყველაზე მარტივი ხერხია ვიზუალური მინიშნებების გამოყენება, ეს შეიძლება იყოს სათაურისა და თეზისების სახით.person writing on brown wooden table near white ceramic mug

ჭკვიანი წერის სტილი

ყოველ ჯერზე, როდესაც ბლოგერები ცდილობენ წერონ საინტერესოდ, იყენებნ სიტყვებს, რომლებიც მოქმედებისკენ მოუწოდებს მკითხვეს. ეს ცუდი არ არის, თუმცა ამ გზით სტატიას საინტერესოდ ვერ აქცევთ. უბრალოდ იყავით ჭკვიანი, რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა თქვათ მხოლოდ ის, რაც გინდათ, რომ მკითხველამდე მივიდეს. არც ერთი სიტყვით მეტი და არც ნაკლები, ჭკვიანი წერის სტილი გულისხმობს სიტყვების სწორად შერჩევას, საჭირო ადგილას საჭირო სიტყვის გამოყენებას.

დასასრული

როგორც დასაწყისი ასევე დასასრულიც საინტერესო უნდა იყოს. სტატიის ბოლო წინადადებამ უნდა გაგიჩინოთ იმის სურვილი, რომ დაელოდოთ შემდეგს. ხშირად ბლოგერები დასკვნაში აჯამებენ სტატიაში მოთხრობილ ამბავს ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა არც ისე სწორი. ამის ნაცვლად შეგიძლიათ დაასრულოთ შეკითხვით, მოუწოდოთ მკითხველს მოქმედებისკენ, დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დაფიქრდნენ თქვენს დასახელებულ საკითხზე.

შექმენით სტრუქტურა, განავითარეთ ამბავი და არ დაგავიწყდეთ წერისა და სენდვიჩის მსგავსება.

თუ დაინტერესებული ხართ ამბის საინტერესოდ თხრობით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ ქოფირაითინგის ინტენსიურ კურსს:

ქოფირაითინგის კურსი