fbpx
UI&UX დიზაინი

როგორ მოვხვდი UI&UX დიზაინის კურსიდან კომფორტერში ?

თარიღი: 14 April, 2022

,,ყველას ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტის რესურსი, გააკეთონ უამრავი Research-ი და რაც მთავარია, არასდროს არ დანებდნენ!”

დღეს, დათო დიხამინჯია მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც გადავუხვიე გზას და აღმოვჩნდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ბავშვობიდან მქონდა ინტერესი ციფრული სამყაროს მიმართ, თუმცა რატომღაც ვიკავებდი თავს. თქვენთან მოხვედრაში კოვიდ პანდემია დამეხმარა, რადგან მეც, როგორც ყველას, კარანტინის პერიოდში შედარებით მეტი დრო გამომიჩნდა. აკადემიის შესახებ სოციალური ქსელით შევიტყვე და მაშინვე დავრეგისტრირდი კურსზე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

გავიარე UI&UX დიზაინის კურსი, გიორგი რურუასთან. ეს იყო ძალიან საინტერესო 2 თვე, ამ პერიოდში სრულიად კურსზე ვიყავი ორიენტირებული და სხვა თითქმის არაფერს ვაქცევდი ყურადღებას.

გიორგი ძალიან დამეხმარა, რომ განვვითარებულიყავი. მასთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა, ვუგზავნიდი ნამუშევრებს და ვიღებდი მისგან Feedback-ს. ჩვენი ურთიერთობა კურსის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, ყოველ დღე აქტიურად ვქმნიდი ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების დიზაინს, ვუგზავნიდი გიორგის და შემდეგ ერთად ვარჩევდით.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ ავეჯის სახლ „კომფორტერში“ Product Designer-ის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემია დამეხმარა, რომ ჩემი თავი მეპოვა ციფრულ ინდუსტრიაში, მომცა ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც შემდგომ გზის გაკვლევაში დამეხმარებოდა.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ყველას ვინც ახლა იწყებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტის რესურსი, დაუთმონ რაც შეიძლება მეტი დრო, გააკეთონ უამრავი Research და რაც მთავარია არასდროს არ დანებდნენ!