fbpx
სოციალური მედია

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან Noxtton-ში?

თარიღი: 19 August, 2021

,,აკადემიაში გავლილი კურსის შემდეგ, კიდევ უფრო მომინდა დავახლოებოდი ამ სფეროს და შესაბამისად გამეღრმავებინა ცოდნა ამ მიმართულებით.“

დღეს კესო არჩვაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მოგესალმებით, მე ვარ კესო არჩვაძე, 20 წლის. ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის პიარის ფაკულტეტზე, ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

პანდემიის პერიოდში, როცა გამომიჩნდა მეტი თავისუფალი დრო, გადავწყვიტე პროფესიული განვითარებისთვის ხელი კიდევ უფრო შემეწყო და გამევლო ისეთი კურსი, რომელიც დამეხმარებოდა რაღაც ახლის გაგებაში. ბევრი რეკომენდაციის შემდეგ არჩევანი შევაჩერე „ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე“.

-შთაბეჭდილებები კურსის შესახებ…

გავიარე სოციალური მედიის კურსი, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლისმომცველი. კურსის დახმარებით, ბევრი რამ გავიგე ზოგადად სოც. მედიის როლზე დღევანდელ რეალობაში, თუ როგორ მუშაობს ის, როგორ შეგვიძლია სოციალური მედიით ხმა მივაწვდინოთ ნებისმიერი ტიპის პოტენციურ მომხმარებელს და კიდევ უფრო დავრწმუნდი მის საჭიროებაში.

-ამჟამად ვმუშაობ..

ნოქსტონი

ამჟამად დასაქმებული ვარ „ნოქსტონში“.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში..

აკადემიაში გავლილი კურსის შემდეგ, კიდევ უფრო მომინდა დავახლოებოდი ამ სფეროს და შესაბამისად გამეღრმავებინა ცოდნა ამ მიმართულებით.

-რჩევა ციფრული მიმართულებით დასაქმების მსურველებს…

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვურჩევდი, რომ აუცილებლად გადადგან ნაბიჯი და დაიწყონ ამაზე მუშაობა დღესვე, აირჩიონ ის კონკრეტული მიმართულება, რაც მართლა სურთ, მიიღონ ბევრი ინფორმაცია, თუნდაც დამოუკიდებლად, ან ჩემს მსგავსად, კურსის დახმარებით, და რაც მთავარია არ შეუშინდნენ სიახლეებს.