fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან Kraken-ში?

თარიღი: 30 September, 2021

,,პირველად ამ სფეროსადმი ინტერესი სერიალი “Mad Men”-ის ყურების შემდეგ გამიჩნდა, სწორედ ამ სერიალის დამსახურებით გადავწყვიტე, რომ მემუშავა სარეკლამო სააგენტოში და პროფესიონალურად შემესწავლა ეს სფერო.”

დღეს ნინა სართანია მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ნინა სართანია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და თითქმის 1 წელია ვმუშაობ სარეკლამო სააგენტოში. 

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში…

დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ციფრული მარკეტინგის შესწავლა და მქონდა სარეკლამო სააგენტოში მუშაობის სურვილი. პირველად ამ სფეროსადმი ინტერესი სერიალი “Mad Men”-ის ყურების შემდეგ გამიჩნდა, სწორედ ამ სერიალის დამსახურებით გადავწყვიტე, რომ მემუშავა სარეკლამო სააგენტოში და პროფესიონალურად შემესწავლა ეს სფერო.

განვიხილავდი შესაბამისი კურსის გავლას, დავიწყე ისეთი ადგილის ძებნა სადაც კარგად და ხარისხიანად გამაცნობდნენ ამ სფეროს. კვლევა-კვლევით მივაგენი ციფრული ინდუსტრიის აკადემიას. 

-კურსი..

გავიარე სოციალური მედიის კურსი ვეკო თოხაძესთან და ქოფირაითინგის კურსი გიორგი ქუცა რუხაძესთან. ორივე კურსი ძალიან საინტერესო იყო და ყველა მოლოდინი გამიმართლა რადგან შევისწავლე სოციალური მედია მარკეტინგისა და ქოფირათინგის საფუძვლები. ორივე კურსი დამეხმარა, რომ სიღრმისეულად გავცნობოდი ედვერთაიზინგის, დიზაინის, კონტენტისა და ქოფირაითინგის მიმართულებებს. 

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვმუშაობ სარეკლამო სააგენტო კრაკენში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

ვეკო თოხაძის სოც. მედია მარკეტინგის კურსმა განსაკუთრებით დამაინტერესა, შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ ცოდნის გაღრმავება გადავწყვიტე და დამატებით სხვადასხვა უცხოური ონლაინ კურსიც გავიარე. ამ პერიოდში დამიკავშირდა ვეკოც და შემომთავაზა კრაკენში დასაქმება. 

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი…

ამ ინდუსტრიაში დასაქმების მსურველებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ კარგად გაეცნონ მის მიმდინარეობებს და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიონ შესაფერისი კურსი, რადგან ვფიქრობ, რომ ციფრულ მარკეტინგში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ამ სფეროს სპეციალისტების გამოცდილებას.