fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან კრაკენში ?

თარიღი: 28 April, 2022

,,დასაქმების მსურველებს ვურჩევდი არასდროს შეწყვიტონ განვითარება, მიზნების დასახვა და აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგს რომელიც მათ სურთ.”

დღეს, ნია ზურაბიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ნია ზურაბიანი 24 წლის, დამთავრებული მაქვს თსუ-ს ბიზნეს ადმინისტრირება და გამოცდილებაც ფინანსების კუთხით მაქვს. თუმცა დღეს, უკვე სულ სხვა გზით ვაპირებ განვითარებას.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ?

ბოლო დროს ძალიან ხშირად, თითქმის ყველგან, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სხვადასხვა ვიდეოებს თუ პოსტებს ვაწყდებოდი. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მინდოდა, თუ არა და რას მომცემდა ეს კურსი. საბოლოოდ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ვეკო თოხაძესთან გავიარე ძალიან საინტერესო, სოციალური მედიის კურსი, ამ ეტაპზე ციფრული მარკეტინგის კურსს გავდივარ გიორგი კალანდიასთან. ყველაზე საინტერესო, რაც ამ კურსებისგან შეგიძლია მიიღო, პრაქტიკული ცოდნაა, რაც ამ სფეროში ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული ?

კურსის დასრულებისთანავე ვეკო დამიკავშირდა და კრაკენში შემომთავაზა ერთ-ერთ პოზიციაზე გასაუბრება. როგორც ჩანს, წარმატებით გავიარე ეს ეტაპი და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანია „კრაკენში“ ახალი ნაბიჯების გადადგმის შანსი მაქვს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში ?

როდესაც კურსის შესახებ გავიგე, მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ აქამდე მოვიდოდი. სწორედ სოციალური მედიის კურსის გავლის შემდეგ მომეცა ეს შანსი და მინდა, რომ სწორად გამოვიყენო.

-თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით ?

ამ სფეროში ჯერ-ჯერობით დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა დასაქმების მსურველებს ვურჩევდი არასდროს შეწყვიტონ განვითარება, მიზნების დასახვა და აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგს რომელიც მათ სურთ. 21 საუკუნე ხომ ციფრული სამყაროს დროა და ეს სფერო მათ საკუთარი თავის რეალიზებაში ყველაზე კარგად დაეხმარებათ.