fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 12 January, 2022

,,ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, იყო მისი ხელშეწყობა კურსდამთავრებულებისთვის, როგორც დასაქმებაში ასევე სტაჟირებაში. ჩემი მოლოდინებიც გამართლდა და კურსის დასრულებიდან 2 კვირაში, აკადემიაში გამოცხადდა ვაკანსია, გავიარე გასაუბრება და აგერ უკვე 6 თვეა შემოვუერთდი ამ საოცარ გუნდს.”

დღეს ნინი ხეცურიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ნინი, 26 წლის, პროფესიით ჟურნალისტი, მაგრამ არასდროს მიმუშავია ამ მიმართულებით. ჯერ ისევ ძიებაში ვარ, თუ რა არის ის, რაც მინდა ვაკეთო მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

პანდემიის პერიოდში, იმდენი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რომ მინდოდა სასარგებლოდ გამომეყენებინა, თან ონლაინ სწავლა ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. ყოველთვის თვალს ვადევნებდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სიახლეებს, ბევრი მეგობრისგან მსმენია, მათი წარმატებული სწავლის შესახებ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აკადემიაში კურსის გავლა.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე, სოციალური მედიის კურსი. ვფიქრობ, ეს ის საბაზისო ცოდნაა, რომელიც არა ერთ სფეროში დასაქმების შემთხვევაში დამეხმარება.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ ,,თიბისი’’ ბანკში – ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერად, ასევე ვარ სოციალური მედიის მენეჯერი, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, იყო მისი ხელშეწყობა კურსდამთავრებულებისთვის, როგორც დასაქმებაში ასევე სტაჟირებაში. ჩემი მოლოდინებიც გამართლდა და კურსის დასრულებიდან 2 კვირაში, აკადემიაში გამოცხადდა ვაკანსია, გავიარე გასაუბრება და აგერ უკვე 6 თვეა შემოვუერთდი ამ საოცარ გუნდს.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

მე ვფიქრობ, ციფრულ სამყაროში შესაძლებლობები არის შეუზღუდავი, თუ გსურს რომ დაეუფლო მომავლის პროფესიებს, რომელიც გაამარტივებს შენს ყოველდღიურობას და გახდის მეტად მრავალფეროვანს, მაშინ მინდა გითხრა,რომ  სწორ ადგილას მოხვდი. წარმატებებს გისურვებ !