fbpx
ელენე მეტრეველი

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან Kraken-ში ?

თარიღი: 26 August, 2021

,,21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ციფრული სამყაროს გარეშე. ყველას ვურჩევდი, რომ არ გაჩერდნენ, ფეხი აუწყონ ამ სამყაროს რიტმს და ყველაფერი ისწავლონ.”

დღეს ელენე მეტრეველი მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემს შესახებ…

ჩემს თავზე ლაპარაკი არც ისე კარგად გამომდის, თუმცა გეტყვით, რომ მე ვარ ელენე მეტრეველი, 21 წლის. ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში…

ციფრული ინდუსტრიის აკადემიას სოციალურ ქსელში წავაწყდი, სრულიად შემთხვევით ვნახე სახალისო ვიდეოები, დავინტერესდი, შემდეგ „ინსტაგრამზე“ მოვძებნე, რამდენიმე სიახლეს გავეცანი, მეგობრებსაც გამოვკითხე და ჩემთვის სასურველი კურსები ავარჩიე.

-კურსი, რომელიც გავიარე…

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი კურსი გავიარე, სოციალური მედიისა და ქოფირაითინგის. სოციალური მედიის ლექტორი ვეკო თოხაძე იყო, ქოფირაითინგის სონია გულაღაშვილი. სიმართლე გითხრათ, ონალინ სწავლის გამო თავს ვიკავებდი, თუმცა ერთი პროცენტითაც არ ვნანობ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს. კურსის ფარგლებში მთლიანად გავიგე სოციალური მედიის და ქოფირაითინგის არსი, ყველა საჭირო რჩევა-დარიგება მივიღე და ზუსტად გავარკვიე რას მოიცავს თითოეული პროფესია.

-ამჟამად ვმუშაობ…

დასაქმებული ვარ სარეკლამო კომპანია „კრაკენში“. ისეთ სივრცეში მოვხვდი, სადაც ყველა თანამშრომელი მეგობრულია, ერთი დიდი გუნდი ვართ და მუდამ ერთმანეთს ვეხმარებით. საუკეთესო გარემოა განვითარებისა და წინსვლისთვის.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში…

პირველ რიგში აკადემიამ მომცა ცოდნა, რომელიც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დამეხმარა და გამაცნო შეუდარებელი ხალხი, ვისი მეშვეობითაც მე დღეს კრაკენის ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ.

-ციფრული მიმართულებით დასაქმების მსურველებს ვურჩევდი…

21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ციფრული სამყაროს გარეშე. ყველას ვურჩევდი, რომ არ გაჩერდნენ, ფეხი აუწყონ ამ სამყაროს რიტმს და ყველაფერი ისწავლონ. არასდროს იცი ოდესღაც მიღებული პატარა ცოდნა როდის გამოგადგება. ასევე მუდამ იმუშაონ თავიანთ თავზე, შრომას ხომ ყოველთვის აქვს აზრი.