fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან Shoes Plaza – ში?

თარიღი: 30 July, 2021

,,არჩევანი გავაკეთე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე, რომელიც ყველასთვის ახალი ხილი იყო, თუმცა საბოლოოდ ძალიან გემრიელი და წვნიანი აღმოჩნდა.”

დღეს დავით ციციშვილი მოგვიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ…

მე დავითი ვარ, 23 წლის, სოციალური მედია მენეჯერი. ვარ მარკეტინგზე შეყვარებული მისი უსასრულობიდან გამომდინარე. მაქვს ბევრი ჰობი და მრავალფეროვანი ცხოვრება, რაც მეხმარება მარკეტინგის სფეროში ვიყო მზად ყველანაირი სიახლისთვის. მიყვარს, ჩემი საქმიანობით ემოციებისა და გრძნობების გადმოცემა, მათი გაზიარება სხვა ადამიანებისთვის.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვცდილობდი ჩემი ცოდნის გაღრმავებას უფასო ონლაინ კურსებითა და წიგნების საშუალებით. მქონდა ცოდნა გამოცდილების გარეშე და ვფიქრობდი კურსის გავლას. არჩევანი გავაკეთე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე, რომელიც ყველასთვის ახალი ხილი იყო, თუმცა საბოლოოდ ძალიან გემრიელი და წვნიანი აღმოჩნდა.

-კურსი, რომელიც გავიარე…

გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, რომლის მთავარ ღირსებად მივიჩნევ მოწვეულ ლექტორს, “Meama”-ს ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს გიორგი კალანდიას, რომელმაც როგორც იტყვიან, კომპანიის შიდა სამზარეულოში ჩაგვახედა.

-ამჟამად ვმუშაობ…

სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე კომპანია “შუზ პლაზაში”, რომელიც გახლავთ ევროპული პრემიუმ კლასის ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მულტიბრენდული სივრცე. ეს ადგილი მეხმარება მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ცოდნა და უნარები.

 -რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ ჩემთვის გააღო ახალი შესაძლებლობების კარი და მომცა საშუალება დავსაქმებულიყავი იმ სფეროში, რომელიც ასე ძალიან მიტაცებს. აკადემია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კომპანიებთან სტუდენტების მონაცემების გადაგზავნაში, ამიტომ აქ კურსის გავლით მაღალია შანსი იმისა, რომ შენს სასურველ სფეროში დაიმკვიდრებ ადგილს.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი…

კარგად განსაზღვრონ საკუთარი საქმიანობის მიზანი და მისია. გასცენ კითხვაზე “რატომ” პასუხი. შეიცნონ დასაბამი იმისა, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. შემდეგ განსაზღვრონ, თუ როგორ შეასრულებენ ამ საქმეს და ბოლოს, რას იზამენ იმისათვის, რომ თავდაპირველი “რატომ” მოიყვანონ სიცხადეში. ეს “ოქროს წრე” დაეხმარებათ სწორად წარმოაჩინონ საკუთარი განზრახვები, არა მარტო პროფესიულ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც.