fbpx
HR

როგორ მოვხვდი HR – ის კურსიდან Next Door – ში?

თარიღი: 16 December, 2021

,,კურსმა მომცა მოტივაცია, რომ გამეგო და მეცადა უფრო მეტი რამ. რის შედეგადაც, დღეს იმ კომპანიის ნაწილი ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს.”

დღეს ნანუკა დემეტრაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ნანუკა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.

მიყვარს სიახლეები და ახალი გამოწვევები, ხალხთან ურთიერთობა, დროის საინტერესოდ გატარება.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

დაინტერესებული ვარ HR-თი და ყველგან ყოველთვის ვცდილობდი ახალი ინფორმაციის მოძიებას. Facebook-ის ალგორითმმაც ამოიცნო ჩემი ინტერესები და შემომთავაზა ციფრული ინდუსტრიის აკადემიის HR კურსი.

მცირეხნიანი პრაქტიკის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალე თეორიული კურსით გამემყარებინა ჩემი ინტერესები. ასე აღმოვჩნდი თქვენთან.

ამის მერეც ხშირად ვნახულობ, როგორც მასტერკლასებს, ასევე სიახლეებს.

-კურსი..

ციფრულ ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე HR კურსი, რომელმაც მომცა, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მოტივაცია, რომ გამეგო უფრო მეტი და განვვითარებულიყავი ამ სფეროში.

გადავწყვიტე გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაზე, ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რადგან ისევ ახლოს ვყოფილიყავი თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ციფრულ სამყაროსთან და ამასთან ერთად იმ სფეროსთან, რაც მაინტერესებს.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვმუშაობ, დეველოპერულ კომპანია ’’next door“ – ში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ვფიქრობ, პანდემიამ უცებად მოწყვიტა საზოგადოება ყველაფერს, მოგვაქცია საზღვრებში. ამ კურსმა მომცა მოტივაცია, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, გამეგო და მეცადა უფრო მეტი რამ, რის შედეგადაც დღეს იმ კომპანიის ნაწილი ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს. კურსის გავლის შემდეგ, თავს მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ HR სფეროში და ვიყენებ პრაქტიკაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

მომავლის პროფესიები გაამარტივებს არამარტო სამუშაო პროცესს, არამედ მთლიანად, ადამიანის ცხოვრებას. სამყარო ყოველდღიურად ვითარდება ამიტომ, თუ გსურს მუდამ მზად იყო თანამედროვე გამოწვევებისთვის, ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, სიახლეების გაგება გსიამოვნებს, გინდა იყო კონკურენტუნარიანი და შეისწავლო მომავლის პროფესიები, არ დაკარგო დრო, დაიწყე სწავლა დღესვე და არა ორშაბათიდან.