fbpx
გრაფიკული დიზაინი

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან Echolize – ში?

თარიღი: 20 January, 2022

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ლექტორი და მათი რეკომენდაცია დამეხმარა დამსაქმებელი კომპანიის მოძიებაში.”

დღეს ლაშა კაპანაძე მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ლაშა, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრი. მიყვარს გიტარაზე დაკვრა, ლაშქრობა, ველოსიპედით მოგზაურობა. ბავშვობაში ხატვაც გამომდიოდა. ვცდილობ, რომ საყვარელი აქტივობები დღევანდელ დაძაბული ცხოვრების რიტმს შევუთავსო. ასევე მიყვარს ხის ნაკეთობების დამზადება და ხეზე მუშაობა. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ერთფეროვანი სამსახურეობრივი რუტინის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე, მესწავლა რაიმე ახალი. მქონდა ძალიან მცირე გამოცდილება, ჰობის დონეზე, ილუსტრატორში და ასევე UI/UX დიზაინზე მუშაობის კუთხით. შესაბამისად, საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ორი კურსის გავლა, რომელიც „ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ შემომთავაზა.

-როგორია თქვენი შთაბეჭდილება კურსთან დაკავშირებით?

აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, ამჟამად გავდივარ UI/UX დიზაინის კურსს. აქამდე, გრძელვადიანი ონლაინ კურსში მონაწილეობის გამოცდილება არ მქონია, უპირატესობას რეალურ გარემოს ვანიჭებ, თუმცა დღესდღეობით ამგვარი მოცემულობის წინაშეა დედამიწა.

ჩემი მოტივაციის მიუხედავად, კურსს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა ჩემმა გრაფიკული დიზაინის ლექტორმა, თიკო თაბუაშვილმა, ეს წარმოდგენა შეცვალა. ლექციების განმავლობაში მან დიდი ენერგია ჩადო თითოეულ ჩვენგანში.

იგი ყოველთვის მზად არის გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება და მოგვცეს რჩევები. დიზაინის კურსი გვეხმარება იმაში, თუ როგორ აღმოვაჩინოთ და შემდეგ განვავითაროთ საკუთარი ხედვა და უნარები.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ მარკეტინგულ სააგენტო „echolize”-ში – გრაფიკულ დიზაინერად

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ლექტორი და მათი რეკომენდაცია დამეხმარა დამსაქმებელი კომპანიის მოძიებაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

პირველ რიგში, დგება ისეთი ეტაპები როდესაც ადამიანს სჭირდება რაღაც ახლის სწავლა და თვითგანვითარება, ეს არასდროს არის გვიან, მითუმეტეს, ციფრულ სამყაროში.

თუ არსებობს სურვილი და მოტივაცია, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია დაეყრდნონ გამოცდილი ადამიანების და მენტორების რჩევებს. არ შეწყვიტონ ძიების პროცესი და ნახონ ბევრი რეფერენსი და ციფრული ნამუშევრები.