fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი დიზაინის კურსებიდან Webiz-ში?

თარიღი: 23 September, 2021

,,აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აკადემია აქტიურად არის დაკავებული სტუდენტების დასაქმებით, სხვადასხვა კონკურსებში ჩართვით და მადლობა ამისთვის!”

დღეს მეგი ონიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ მეგი, ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი თბილისიდან.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თითქმის ერთი წლის წინ, როცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა დიზაინის შესწავლა, ვეძებდი სასწავლებელს. რამდენიმე ვარიანტი მქონდა, საბოლოოდ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ყველაზე დიდი ნდობა სწორედ ამ აკადემიამ გამოიწვია ჩემში. ძალიან მარტივი პროცედურების გავლის შემდეგ, მალევე დავიწყე სწავლა.

-კურსი..

პირველი გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე და მალევე მოუშენ დიზაინის კურსიც დავამატე. აკადემიის კურსებმა ძალიან მოკლე დროში საფუძველი ჩაუყარეს ჩემს ცოდნას, რის შემდეგაც გამიმარტივდა დამოუკიდებლად სწავლა და განვითარება.

-ამჟამად ვმუშაობ..

ვებიზი

დიზაინის კურსის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ამაყად ვამბობ, რომ ვარ ქართულ-ებრაული კომპანია Webiz-ის დიზაინის გუნდის წევრი. უდიდესი სიამოვნებაა ამ გუნდთან ერთად მუშაობა, სადაც ამდენი ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანია.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში..

ამ ზაფხულს დამიკავშირდა Webiz-ის დიზაინ დეპარტამენტის დირექტორი და მის გუნდში მუშაობა შემომთავაზა, მითხრა რომ რეკომენდაცია აკადემიამ გამიწია.

ისეთი კარგი შემოთავაზება იყო ბევრი არც მიფიქრია, მალევე მივხვდი რომ მასთან და მის გუნდთან მუშაობა ძალიან მინდოდა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ დავიწყე მუშაობა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აკადემია აქტიურად არის დაკავებული სტუდენტების დასაქმებით, სხვადასხვა კონკურსებში ჩართვით და მადლობა ამისთვის!

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ყოველთვის ეძებონ მათზე გამოცდილი ადამიანები და ამ ადამიანებისგან მიიღონ რჩევები და ცოდნა, რადგან ჩემი აზრით, საბოლოოდ ყველაზე მეტად ვვითარდებით მაშინ, როცა ჩვენზე გამოცდილ ხალხთან ერთად ვმუშაობთ.