fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Kraken – ში?

თარიღი: 14 July, 2021

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ მომცა გამბედაობა ამეღო პასუხისმგებლობა და შევჭიდებოდი საქმეს, რომლის კეთებაც თურმე ასეთი სასიამოვნოა.“

დღეს ეკატერინე ტყეშელაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემს შესახებ..

მე ვარ ეკატერინე ტყეშელაშვილი. მშობლები მეძახიან–კატოს, მეგობრები–ეკუნას, ნათესავები–ეკას. ვარ 21 წლის და ვსწავლობ სამართალზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

კი, ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი 99 ფრანკის წაკითხვით დაიწყო. 16 წლის ეკუნასაც მოუნდა გაეყიდა დედამიწა, ხელოვნება, თქვენ, მე.

გადავწყვიტე, წერა და ეს საქმიანობა ერთმანეთთან დამეკავშირებინა. ,,რომ გავიზრდები ქოფირაითერი გამოვალ“.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე ჩემი ძალიან ახლო მეგობრისგან გავიგე. რახან მეუბნებიან წერა გამოგდისო (და 1–2–ჯერ კომენტარებშიც დამიწერეს–,,შენ უნდა წერო“) გადავწყვიტე, საკონკურსო დავალების შესრულება. 50%–იანი გრანტი ავიღე და ასე გადავეყარე ძალიან მაგარ ადამიანებს.

-როგორი შთაბეჭდილება დამიტოვა ქოფირაითინგის კურსმა…

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ქოფირაითინგის კურსი. ჩემი ლექტორი–გიორგი ქუცა რუხაძე იყო. ერთი თვე, თითოეული ლექცია და ყოველი ახალი თასქი უფრო და უფრო ზრდიდა ინტერესს და სურვილს ამ სფეროსადმი.

ქუცას ასეთი უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება, ჩემსავით მოინტროვერტო ადამიანსაც კი სრულ კომფორტს უქმნიდა. მომეხსნა კომპლექსი საკუთარი იდეების ხმამაღლა გაჟღერების და უფრო მეტად შემიყვარდა ფიქრი.

-ამჟამად ვმუშაობ..

კრაკენი

დღეს სარეკლამო კომპანია ,,კრაკენის“ საცეცებიდან ერთ–ერთი ვარ. ,,კრაკენში“ მუშაობა იმდენად მომწონს, რომ დილით ადრე ადგომაც კი შემიყვარდა. საუკეთესო გუნდში აღმოვჩნდი. ვაგრძელებთ ოკეანეში მშვიდად ცურვას და ახალი ,,გემების“ აღმოჩენას.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ მომცა გამბედაობა ამეღო პასუხისმგებლობა და შევჭიდებოდი საქმეს, რომლის კეთებაც თურმე ასეთი სასიამოვნოა.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

რაც შეიძლება მალე გახდით ამ ციფრული თავგადასავლის მონაწილე.