fbpx
ქოფირაითინგი

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Magsman-ში?

თარიღი: 3 December, 2021

,,კურსის მენტორი – სონია გულაღაშვილი, აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მომცა ცოდნა, ჩემი შესაძლებლობები უკეთ დამანახა და გამიკვალა გზა ქოფირაითინგის გასაოცარ სამყაროში.”

დღეს მარიამ კვარაცხელია მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე მარიამი ვარ და ცოტას მოგიყვებით ჩემს წარმატებაზე, რომელიც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში დაიწყო.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

პანდემიის პერიოდში, გადავწყვიტე საინტერესო აქტივობების მოძებნა, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დამეხმარებოდნენ.

ციფრული აკადემიის შესახებ მეგობრისგან გავიგე და ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შევაჩერე.

აღმოჩნდა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიმიღია.

-კურსი, რომელიც გავიარე..

მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ისეთი აქტივობის პოვნა, რაც დამაინტერესებდა და თან დაუღლელად მეყვარებოდა.

ქოფირაითინგის კურსი აღმოჩნდა იმ საქმის ინტერესისა და სიყვარულის კომბინაცია, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა.

კურსი დამეხმარა სიღრმისეულად გამეგო ქოფირაითინგის არსი და დავრწმუნებულიყავი, რომ ეს იყო, რისი კეთებაც სულ მინდოდა.

-ამჟამად, ვმუშაობ..

ამჟამად, ვმუშაობ საკონსულტაციო კომპანია Magsman-ში, სადაც ზრუნავენ ჩემს ყოველდღიურ ზრდასა და განვითარებაზე.

აი, ისეთი ადგილია მისვლის დღიდან მუდმივად, რომ ახერხებს ჩემს გაოცებას თავისი მრავალფეროვნებითა და პროფესიონალი გუნდის წევრებით.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

კურსის მენტორი – სონია გულაღაშვილი, აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მომცა ცოდნა, ჩემი შესაძლებლობები უკეთ დამანახა და გამიკვალა გზა ქოფირაითინგის გასაოცარ სამყაროში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

უწყვეტად გააგრძელონ სიახლეების ძიება, არ შეუშინდნენ გამოწვევებს, უყვარდეთ საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ და წარმატება აუცილებლად გარანტირებული იქნება.