fbpx
როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Leavingstone-ში?

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Leavingstone-ში?

თარიღი: 9 September, 2021

,,Leavingstone-ის საოცარ კამპანიებს, რეკლამებსა და ვიდეოებს სულ ვადევნებდი თვალს და გულის სიღრმეში, ყოველთვის მინდოდა, ოდესღაც მეც მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ჰოდა, შესაძლებლობა როგორც კი გამოჩნდა, ისე გამოვიდა, რომ სექტემბერში ჩემი პატარა ოცნებაც ასრულდა.”

დღეს თორნიკე კობალაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ თორნიკე კობალაძე, 20 წლის, სტუდენტი. ძალიან მიყვარს ლიტერატურა, წერა და სხვადასხვა ინტელექტუალური თამაში.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოხვედრას ,,წიგნების თაროსა” და ქოფირაითინგისადმი ჩემს ინტერესს უნდა ვუმადლოდე.

-კურსი..

როგორც უკვე ვახსენე, გავიარე ქოფირაითინგის (ამ სიტყვას ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა) კურსი სონია გულაღაშვილის მენტორობით. თავდაპირველად ამ საქმიანობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, თუმცა კურსის განმავლობაში ბუნდოვანება გაქრა და საშუალება მომეცა, თეორიულ ცოდნასთან ერთად ახლოს გავცნობოდი ამ სფეროს შიდა სამზარეულოს.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

ჩემდა საბედნიეროდ და კურსის დამსახურებით, კიდევ უფრო დავინტერესდი ამ საქმიანობით და გადავწყვიტე, ამ სფეროში ბედი მეცადა. Leavingstone-ის საოცარ კამპანიებს, რეკლამებსა და ვიდეოებს სულ ვადევნებდი თვალს და გულის სიღრმეში, ყოველთვის მინდოდა, ოდესღაც მეც მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ჰოდა, შესაძლებლობა როგორც კი გამოჩნდა, ისე გამოვიდა, რომ სექტემბერში ჩემი პატარა ოცნებაც ასრულდა.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

სწორედ ეს კურსი იყო განმაპირობებელი იმისა, რომ სერიოზულად დავფიქრდი, ჩემგან შეიძლება რიგიანი ქოფირაითერი დადგეს-მეთქი. ეს ფიქრი კი მას შემდეგ გადაიქცა მტკიცე გადაწყვეტილებად, როცა კურსის ფარგლებში შესრულებულმა დავალებებმა დიდი სიამოვნება მომანიჭა.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ციფრულ სამყაროში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა არასდროს უნდა შეწყვიტონ ცდა, რადგან მგონია, რომ მონდომებისა და სწორ დროს სწორი შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევაში წარმატებაც არ დააყოვნებს.